24/02/2017

ნიკოლოზ ლუნინი (ვიტამინები სიცოცხლისთვის აუცილებელია)

     რუსი ექიმი და ბიოქიმიკოსი ნიკოლოზ ლუნინი პირველი მეცნიერი იყო, ვინც დაადგინა, რომ საკვები პროდუქტები ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, მინერალური მარილებისა და წყლის გარდა სიცოცხლისათვის აუცილებელ სხვა კვებით ფაქტორებსაც შეიცავდა.
     1880 წელს მან ექსპერიმენტები ჩაატარა თაგვებზე და მიღებული მონაცემების საფუძველზე შემდეგი დასკვნა გააკეთა: „თუკი, როგორც ზემოთ აღნიშნული ცდები გვიჩვენებს, შეუძლებელია სიცოცხლის უზრუნველყოფა ცილებით, ცხიმებით, შაქრებით, მარილებითა და წყლით, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ რძეში კაზეინის, ცხიმების, რძის შაქრის და მარილების გარდა, კიდევ უნდა იყოს სხვა ნივთიერებები, რომლებსაც შეუცვლელი ღირებულება აქვთ კვებისთვის. დიდ ინტერესს წარმოადგენს ამ ნივთიერებების გამოკვლევა და კვებაში მათი მნიშვნელობის შესწავლა“. ეს იყო პირველი სერიოზული აღმოჩენა ვიტამინების შესწავლის საქმეში.




უილიამ ჰარვეი (სისხლი ჩაკეტილ ძარღვებში მოძრაობს)

უილიამ ჰარვეის უდიდესი წვლილი მიუძღვის სისხლის მიმოქცევის სისტემის შესწავლის საქმეში. მან დაამტკიცა, რომ სისხლი მუდმივად კი არ წამოიქმნება, არამედ მისი გარკვეული რაოდენობა უწყვეტად ცირკულირებს ორგანიზმში. ამასთან, სისხლი მოძრაობს ჩაკეტილ სისხლძარღვებში (როგორც ვენებში, ისე არტერიებში) გულის შეკუმშვით განპირობებული წნევის ხარჯზე. 


21/02/2017

ბიოლოგიურ ცნებათა ლექსიკონი

განმარტება

                                ი                             ჟ                         ქ     ღ     ყ         ჩ         ძ     წ     ჭ     ხ     ჯ    





თარგმანი (ინგლისურად, რუსულად)

                                ი                             ჟ                         ქ     ღ     ყ         ჩ         ძ     წ     ჭ     ხ     ჯ    












უდაბნო ატაკამა

     უდაბნო ატაკამა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ტერიტორიაზე. მას დასავლეთიდან აკრავს წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთიდან კი - ანდების მთათა სისტემა. (ჩრდილოეთიდან ესაზღვრება პერუ, ხოლო აღმოსავლეთიდან - ბოლივია და არგენტინა). უდაბნოს კვეთს ერთადერთი მდინარე - ლოა.

     ატაკამა 3 ნიშნით გამორჩეულია უდაბნოა მთელს დედამიწაზე:
1) ყველაზე მშრალია;
2) ყველაზე ძველია:
3) ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეა.

ატაკამა და წყნარი ოკეანე


19/02/2017

რეპროდუქციული სისტემა

კვერცხუჯრედის წარმოქმნა და
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მოძრაობა


13/02/2017

ვულკანი მაუნა-ლოა

     დედამიწის უდიდეს ვულკანად აღიარებული მაუნა-ლოა, რომლის სახელიც იქაურ ენაზე „გრძელ მთას“ ნიშნავს, წყნარ ოკეანეში მდებარეობს და ერთ-ერთია იმ 5 ვულკანიდან, რომელთაც ჰავაის კუნძულები შექმნეს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4169 მეტრია და როგორც ზოგიერთი მეცნიერი თვლის, ეს ვულკანი დაახლოებით 700 000 წელს ითვლის.
     კუნძული, რომელზეც მაუნა-ლოა მდებარეობს ჰავაის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ამასთან, ყველაზე დიდი კუნძულია. მაუნა-ლოას მეზობლად მდებარეობს 2 ასევე ცნობილი ვულკანი: სამხრეთ მხარეს - კილაუეა, ჩრდილოეთ მხარეს - მაუნა-კეა. 

ჰავაის კუნძულები


ქალაქი ჩერაპუნჯი

     პატარა ქალაქი ჩერაპუნჯი ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მის მოსახლეობას დაახლოებით 10 000 ადამიანი შეადგენს. ის ცნობილი გახდა ნალექების რაოდენობით და მოიხსენიებენ, როგორც არა მარტო აზიის, არამედ დედამიწის ყველაზე წვიმიან ადგილად. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში გადაუღებლად როდი წვიმს. ჩერაპუნჯში ვიზიტისთვის ყველაზე კარგი დროა ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდი, როცა ზამთრის მშრალი სეზონი დგას, წვიმების სეზონი მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ყველაზე წვიმიანი კი მაისის თვეა.
     ჩერაპუნჯის მოსახლეობა ღარიბულად ცხოვრობს. აქ ნიადაგი ძალიან ღარიბი და უნაყოფოა, რადგან გამორეცხილია წვიმების მიერ, თუმცა მის ეროზიას ადამიანების მიერ ტყეების გაჩეხვამაც შეუწყო ხელი.

ბანანისა და ბამბუკის ფოთლებისგან დამზადებულ ქოლგები წვიმისგან იცავთ


12/02/2017

კურორტი შამონი


ზამთრის კურორტი შამონი მდებარეობს ალპებში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მონ-ბლანის მთის ძირში, მდინარე არვის ხეობაში. 

მდინარე არვი შამონის ცენტრში


მდინარე ვოლგა

     მდინარე ვოლგა ევროპის უგრძესი მდინარეა, რომელიც რუსეთის ევროპულ ნაწილზე მიედინება და კასპიის ზღვა-ტბაში ჩაედინება. მისი სიგრძე 3530 კმ-ია. ნოემბრიდან აპრილამდე ვოლგა იყინება და შესაბამისად, მასზე ნავიგაცია წელიწადში დაახლოებით 190-220 დღეა შესაძლებელი.
     აღსანიშნავია, რომ ვოლგის ფლორა და ფაუნა მეტად მრავალფეროვანია. ვოლგის ერთ-ერთ დელტაში დაარსებულია ასტრახანის ბიოსფერული ნაკრძალი, რომლის ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და თევზების უმეტესობა არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიოს „წითელ წიგნშია“ შეტანილი.


ფიორდი სკორსბი

ფიორდი სკორსბი კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს

სკორსბის ფიორდი (ინგლ. Scoresby Sund, იგივე კანგერტიტივაკი) - დედამიწის უდიდესი ფიორდია (კლდოვანი ყურე), რომელიც კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე  (ატლანტის ოკეანის სანაპირო) მდებარეობს. მისი სიგრძე დაახლოებით 350 კმ-ია, სიგანე - 6 კმ,  ხოლო სიღრმე - 1450 მეტრი. მას სახელი უწოდეს შოტლანდიელი მამა-შვილის სკორსბების პატივსაცემად, რომლებმაც ვეშაპებზე ნადირობისას აღმოაჩინეს ეს ფიორდი 1822 წელს. სკორსბის ფიორდი ოქტომბრიდან ივნისამდე ყინულითაა დაფარული.

ასე ჩანს ფიორდი სკორსბი კოსმოსიდან (მარჯვნივ - ატლანტის ოკეანეა, მარცხნივ - გრენლანდია)


11/02/2017

სისხლის მიმოქცევის წრეები



„დაზოგე ფურცელი - გადაარჩინე პლანეტა!“

     როგორ მომწონს ეს გამოგონება, ყოველ ჯერზე რომ გახსენებს - რა კავშირია ხესა და ფურცელს შორის და რა ადვილია ტყის გაჩანაგება... კარგი იქნება, მსგავსი აპარატი ყველა საჯარო დაწესებულებას ჰქონდეს, განსაკუთრებით, სკოლებს...




04/02/2017

გულის კამერები





გრაფიკული მაორგანიზებელი - ინფორმაციის დახარისხების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი

გრაფიკული მაორგანიზებლები აადვილებს
ინფორმაციის  დაჯგუფებას და დამახსოვრებას
     „სწავლება“ არ ნიშნავს მოსწავლისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გადაცემას. ჩემი აზრით, „სწავლება“ აუცილებლად უნდა მოიცავდეს მოსწავლისთვის იმ ეფექტური საშუალებებისა და გონივრული ხერხების გადაცემასაც, რაც მას დაეხმარება მომავალში დამოუკიდებლად განახორციელოს ინფორმაციის დამუშავება-დახარისხება, აღქმა-დამახსოვრება, ანალიზი და შესაბამისად, უზრუნველყოს თვისწავლების პროცესი.
     სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში უამრავი ტექსტის წაკითხვა და დასწავლა მიწევდა, რომლებიც ფურცლის მთელ სიგრძე-სიგანეზე ერთფეროვნად ჩალაგებული სტრიქონებისგან შედგებოდა. მახსოვს, როგორ მიხაროდა თუ ტექსტი მრავალ პატარ-პატარა აბზაცად იყო დაყოფილი - ასე, თითქოს, უფრო ადვილი იყო შინაარსის გაგება და რაც მთავარია, წაკითხულის დამახსოვრება.



საინტერესო ბიოლოგიური ფაქტები (№1-10)

1. კაპილარის დიამეტრი უფრო მცირეა, ვიდრე ადამიანის თმის ღერის დიამეტრი.

2. ადამიანის გულის ზომა მისი მუშტის ტოლია.

3. გულისცემის რიტმი ასაკთან ერთად იცვლება. მაგალითად, ახალშობილებში გულისცემის სიხშირე წუთში 125-ია. 3 წლის ასაკში იგი - წუთში 100-მდე მცირდება, ხოლო 16 წლის ასაკში - წუთში 75-მდე.

4. სპორტსმენის ნავარჯიშებ გულს ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით სისხლის გადაქაჩვა შეუძლია. ამიტომ, მშვიდ მდგომარეობაში 1 წუთის განმავლობაში ის უფრო ნაკლები სიხშირით ცემს, ვიდრე არანავარჟიშები ადამიანის გული. მაგალითად, სპრინტერის (მოკლე დისტანციაზე მორბენალი) გულისცემა მშვიდ მდგომარეობაში წუთში 66-ს შეადგენს, ხოლო მარათონში მონაწილის გულისცემა - წუთში - 44-ია.

5. თუ ადამიანი უმეტესად ხორცეულით იკვებება, მისი შარდის pH მჟავა ბუნების იქნება, ხოლო თუ უმეტესად მცენარეული საკვებით იკვებება, მაშინ pH ტუტისკენ გადაიხრება.


ადამიანის „ადგილი“ სისტემატიკაში