21/02/2017

უდაბნო ატაკამა

     უდაბნო ატაკამა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ტერიტორიაზე. მას დასავლეთიდან აკრავს წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთიდან კი - ანდების მთათა სისტემა. (ჩრდილოეთიდან ესაზღვრება პერუ, ხოლო აღმოსავლეთიდან - ბოლივია და არგენტინა). უდაბნოს კვეთს ერთადერთი მდინარე - ლოა.

     ატაკამა 3 ნიშნით გამორჩეულია უდაბნოა მთელს დედამიწაზე:
1) ყველაზე მშრალია;
2) ყველაზე ძველია:
3) ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეა.

ატაკამა და წყნარი ოკეანე
ასე გამოიყურება ატაკამის უდაბნო კოსმოსიდან (მარცხნივ წყნარი ოკეანეა, მარჯვნივ - ანდები)

     ატაკამა იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მდებარეობს გეიზერების ველი - ელ ტატიო, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა სიდიდით (იელოუსთოუნისა და რუსეთის გეიზერების ველის შემდეგ).
ელ ტატიო
გეიზერები ელ ტატიოს ველზე
      ატაკამის უდაბნოს ზოგიერთ ნაწილში წვიმა ათეულობით (და ასეულობით) წლის განმავლობაში არ მოსულა. არსებობს მონაცემები, რომელთა თანახმად, ზოგიერთ უბანში წვიმა 1570 წლიდან 1971 წლამდე საერთოდ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ატაკამაში თოვლიან მთებსაც ნახავთ. უფრო მეტიც, 2010 წლის 19 მაისს ანომალური ფაქტი მოხდა - უდაბნოში თოვლი მოვიდა და იქ არსებული ერთ-ერთი დიდი ობსერვატორიის მუშაობაც კი შეაფერხა.
თოვლიანი ობსერვატორია


    უდაბნოს ყველაზე მშრალ, ცენტრალურ ნაწილს „მთვარის ველი“ შეარქვეს, რადგან მისი რელიეფი მეცნიერებს მთვარის ზედაპირს აგონებს.
მთვარის ველი (1)
მთვარის ველი (2)
მთვარის ველი (3)
მთვარის ველი (4)
მთვარის ველი (5)
     ატაკამის უდაბნო მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვებენ სპილენძს, იოდს, რკინას, ოქროს, ვერცხლს, ბორს, ნატრიუმისა და კალიუმის ნიტრატებს.
     იმის გამო, რომ ატაკამა ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს, არ იცის ღრუბლები და ნაკლებია ბუნებრივი თუ ხელოვნური დაბინძურების წყაროები, აქ კარგი პირობებია შექმნილი ასტრონომიური დაკვირვებებისთვის და შესაბამისად, აგებულია და ფუნქციონირებს 2 საკმაოდ დიდი ობსერვატორია.
    რაც უნდა გასაკვირი იყოს, ატაკამაში მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს (უმეტესად, ოაზისებში, მაღაროების ქალაქებში, ოკეანის სანაპირო ზოლში). მათ ისწავლეს ნისლიდან წყლის მიღება ე.წ. „ნისლის დამჭერით“. ეს არის ადამიანის სიმაღლის ცილინდრი, რომლის კედლები დაფარულია ნეილონის ძაფებით. ნისლი კონდენსირდება ცილინდრის კედლებზე და ძაფებიდან წვეთავს კასრში. ამ მეთოდით დაახლოებით 18 ლიტრი წყლის შეგროვება შეიძლება 1 დღე-ღამეში. 
     ატაკამის ფლორა და ფაუნა საკმაოდ ღარიბია. მცენარეული საფარი ან საერთოდ არ არის განვითარებულია, ან უმეტესად წარმოდგენილია კაქტუსების სახით, რომელთა 160 სახეობიდან 90 ენდემურია და მხოლოდ ამ უდაბნოში იზრდება; ოაზისებში ასევე გვხვდება აკაციის ხეებისგან შექმნილი ტყეების ვიწრო ზოლები. ფაუნის წარმომადგენლებიდან კი აღსანიშნავია, ლამა, გუანაკო, ფლამინგო, ზღვის ზოგიერთი ფრინველი, ქვეწარმავლები და სხვ.





მარილის ტბა
     ატაკამის უდაბნოს მშრალი ჰავა კარგ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ შეაფერხოს ხრწნის პროცესი, ამიტომ აქ არქეოლოგები ბევრ საინტერესო არტეფაქტს პოულობენ. მაგალითად, ნაპოვნია ინდიელთა მუმიები, რომელთაგან, ზოგიერთი 9000 წლისაა.
მუმია ატაკამის უდაბნოდან
ეკლესია ატაკამის უდაბნოში
ხელის მტევნის სკულპტურა ატაკამის უდაბნოში, რომლითაც ავტორმა სცადა
გამოეხატა ადამიანის უსუსურობა და დაუცველობა ბუნების მკაცრი პირობების მიმართ


No comments :

Post a Comment