ფიორდი სკორსბი კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს |
სკორსბის ფიორდი (ინგლ. Scoresby Sund, იგივე კანგერტიტივაკი) - დედამიწის უდიდესი ფიორდია (კლდოვანი ყურე), რომელიც კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ატლანტის ოკეანის სანაპირო) მდებარეობს. მისი სიგრძე დაახლოებით 350 კმ-ია, სიგანე - 6 კმ, ხოლო სიღრმე - 1450 მეტრი. მას სახელი უწოდეს შოტლანდიელი მამა-შვილის სკორსბების პატივსაცემად, რომლებმაც ვეშაპებზე ნადირობისას აღმოაჩინეს ეს ფიორდი 1822 წელს. სკორსბის ფიორდი ოქტომბრიდან ივნისამდე ყინულითაა დაფარული.
ასე ჩანს ფიორდი სკორსბი კოსმოსიდან (მარჯვნივ - ატლანტის ოკეანეა, მარცხნივ - გრენლანდია) |
ატლანტური ცულთავა (ცულნისკარტა), რომელიც სკორსბის ნაპირებზე ბინადრობს |
No comments :
Post a Comment