რუსი ექიმი და ბიოქიმიკოსი ნიკოლოზ ლუნინი პირველი მეცნიერი იყო, ვინც დაადგინა, რომ საკვები პროდუქტები ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, მინერალური მარილებისა და წყლის გარდა სიცოცხლისათვის აუცილებელ სხვა კვებით ფაქტორებსაც შეიცავდა.
1880 წელს მან ექსპერიმენტები ჩაატარა თაგვებზე და მიღებული მონაცემების საფუძველზე შემდეგი დასკვნა გააკეთა: „თუკი, როგორც ზემოთ აღნიშნული ცდები გვიჩვენებს, შეუძლებელია სიცოცხლის უზრუნველყოფა ცილებით, ცხიმებით, შაქრებით, მარილებითა და წყლით, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ რძეში კაზეინის, ცხიმების, რძის შაქრის და მარილების გარდა, კიდევ უნდა იყოს სხვა ნივთიერებები, რომლებსაც შეუცვლელი ღირებულება აქვთ კვებისთვის. დიდ ინტერესს წარმოადგენს ამ ნივთიერებების გამოკვლევა და კვებაში მათი მნიშვნელობის შესწავლა“. ეს იყო პირველი სერიოზული აღმოჩენა ვიტამინების შესწავლის საქმეში.
No comments :
Post a Comment