13/02/2017

ქალაქი ჩერაპუნჯი

     პატარა ქალაქი ჩერაპუნჯი ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მის მოსახლეობას დაახლოებით 10 000 ადამიანი შეადგენს. ის ცნობილი გახდა ნალექების რაოდენობით და მოიხსენიებენ, როგორც არა მარტო აზიის, არამედ დედამიწის ყველაზე წვიმიან ადგილად. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში გადაუღებლად როდი წვიმს. ჩერაპუნჯში ვიზიტისთვის ყველაზე კარგი დროა ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდი, როცა ზამთრის მშრალი სეზონი დგას, წვიმების სეზონი მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ყველაზე წვიმიანი კი მაისის თვეა.
     ჩერაპუნჯის მოსახლეობა ღარიბულად ცხოვრობს. აქ ნიადაგი ძალიან ღარიბი და უნაყოფოა, რადგან გამორეცხილია წვიმების მიერ, თუმცა მის ეროზიას ადამიანების მიერ ტყეების გაჩეხვამაც შეუწყო ხელი.

ბანანისა და ბამბუკის ფოთლებისგან დამზადებულ ქოლგები წვიმისგან იცავთ

მიუხედავად უხვი ნალექისა, ჩერაპუნჯის მოსახლეობას ხშირად აქვს სასმელი წყლის პრობლემა და ხშირად ისინი ფეხით რამდენიმე კილომეტრსაც გადიან, რათა მტკნარი წყალი მოიპოვონ.


ჩერაპუნჯი ასევე ცნობილი ქალაქია თავისი „ცოცხალი ხიდებით“, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა კაუჩუკის ხეების ფესვებისგან „ზრდის“. თითოეული ხიდის „გამოზრდას“ 10-20 წელი სჭირდება და განსაკუთრებულ მოვლა-მზრუნველობას მოითხოვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ხიდი უფრო მტკიცე და მყარი ხდება და რამდენიმე ასეულ წელსაც კი ძლებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ხიდი უკვე 500 წლისაა.


ხიდისთვის ჩახლართული კაუჩუკის ხის ფესვები


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ჩერაპუნჯის შესახებ ის არის, რომ აქ მოსახლეობა მატრიარქული წესით ცხოვრობს: ქორწინების შემდეგ კაცი გადადის საცხოვრებლად ცოლის სახლში, შვილები დედის გვარს ატარებენ და მემკვიდრეობაც ცოლის ხაზით გადადის, თუმცა ბოლო დროს გაჩნდა კაცების უფლებების წინ წამოწევის მცდელობაც.

7 დის ჩანჩქერი

ხილ-ბოსტნის ბაზარი ჩერაპუნჯში



No comments :

Post a Comment