12/02/2017

კურორტი შამონი


ზამთრის კურორტი შამონი მდებარეობს ალპებში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მონ-ბლანის მთის ძირში, მდინარე არვის ხეობაში. 

მდინარე არვი შამონის ცენტრში
შამონი აშენდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და დღეისათვის მის მოსახლეობას დაახლოებით 10 000 ადამიანი შეადგენს.

შამონის გერბი
ეს კურორტი პოპულარული გახდა 1924 წლიდან, როცა აქ ჩატარდა I ზამთრის ოლიმპიური თამაშები. მას მინიჭებული აქვს სპორტის ექსტრემალური სახეობების დედაქალაქის ტიტულიც. 








შამონის ცენტრი

ულამაზესი თოვლიანი მთების გარდა შამონში ასევე შეგიძლიათ ნახოთ ალპური მუზეუმი, ხელოვნური გამოქვაბული ყინულში და ალპების კრისტალების მუზეუმი. ალპური მუზეუმი შამონის ცენტრში მდებარეობს. აქ გამოფენილია ტურისტებისთვის ძნელად დასალაშქრი ალპური მთების ფოტოები, თხილამურებით სრიალთან და ალპინიზმთან დაკავშირებული აღჭურვილობა და არტეფაქტები. მუზეუმში შესვლა 4-5 ევრო ღირს, მუშაობს 14:00-19:00 საათებში, გარდა სამშაბათისა.
ალპური მუზეუმი

ალპური მუზეუმი

ხელოვნური გამოქვაბული მერ-დე-გლიასის ყინულში



No comments :

Post a Comment