მდინარე ვოლგა ევროპის უგრძესი მდინარეა, რომელიც რუსეთის ევროპულ ნაწილზე მიედინება და კასპიის ზღვა-ტბაში ჩაედინება. მისი სიგრძე 3530 კმ-ია. ნოემბრიდან აპრილამდე ვოლგა იყინება და შესაბამისად, მასზე ნავიგაცია წელიწადში დაახლოებით 190-220 დღეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ვოლგის ფლორა და ფაუნა მეტად მრავალფეროვანია. ვოლგის ერთ-ერთ დელტაში დაარსებულია ასტრახანის ბიოსფერული ნაკრძალი, რომლის ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და თევზების უმეტესობა არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიოს „წითელ წიგნშია“ შეტანილი.
ვოლგის ფლორა |
სამრეკლო მდინარე ვოლგის კუნძულზე, რომელიც შემორჩა მდინარეში წყლის დონის მომატების შემდეგ |
No comments :
Post a Comment