Showing posts with label რა? როგორ? რატომ?. Show all posts
Showing posts with label რა? როგორ? რატომ?. Show all posts

17/07/2026

N33 შეკითხვა

ურთხელის (უთხოვარის) ყველა ნაწილი ძლიერ შხამიანია, გარდა წითელი, წვნიანი თანათესლისა, რომელშიც თესლია მოთავსებული. რაში ეხმარება მცენარეს ამგვარი შეგუებულობა?



11/03/2026

N32 შეკითხვა

მკვლევარმა შეიმუშავა ღვიძლის უჯრედების კულტურაში არსებული მნიშვნელოვანი ფერმენტის აქტივობის ანალიზის ხერხი - უჯრედებიან ჭურჭელში ამატებდა ფერმენტის სუბსტრატს, შემდეგ კი საზღვრავდა რეაქციის პროდუქტის რაოდენობას. მან საბოლოო შედეგების საჩვენებლად ააგო გრაფიკი, რომელზეც გამოსახა პროდუქტის რაოდენობის (Y ორდინატთა ღერძი) დამოკიდებულება დროზე (X აბსცისთა ღერძი).
მკვლევარმა გრაფიკზე აღნიშნა 4 წერტილი:
A - ცდის დასაწყისში, დროის მოკლე მონაკვეთში, პროდუქტი ჯერ კიდევ არ ჩანს; 
B - რეაქციის სიჩქარე სწრაფად იზრდება;
C - რეაქცია გამუდმებით ნელდება;
D - ხაზი ხდება წრფივი.
ააგეთ გრაფიკი ზემოთ მოცემული მონაცემების მიხედვით და თითოეული აღნიშნული წერტილისთვის აღწერეთ რეაქციის დროს მომხდარი მოლეკულური მოვლენები.



N31 შეკითხვა

რატომ გამოიყოფა ატფ-ის ჰიდროლიზის შედეგად დიდი რაოდენობით ენერგია?



26/02/2026

N30 შეკითხვა

რა შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო ბუნებრივი გადარჩევა იმ ბაქტერიების სასარგებლოდ, რომელთაც გააჩნიათ ფუკოზის შემცველი დისაქარიდის დამშლელი ფერმენტი?



N29 შეკითხვა

ენერგიის რომელი ფორმები გვხვდება ხეზე მომწიფებულ ვაშლში, რომელიც ვარდება ხიდან და გადამუშავდება ცხოველის სხეულში?



14/02/2026

N28 შეკითხვა

დღეისათვის ბიოქიმიკოსებს აღმოჩენილი აქვთ (და სახელებიც უწოდეს) 4000-ზე მეტი განსხვავებული ფერმენტი ორგანიზმთა სხვადასხვა სახეობაში, თუმცა ეს რაოდენობა ბუნებაში არსებულის ძალიან მცირე ნაწილია. ივარაუდეთ, როგორ უნდა გაჩენილიყო ფერმენტების ამგვარი მრავალფეროვნება. 



08/02/2026

N27 შეკითხვა

შემოდგომაზე ნიადაგში მეტი წყალია, ვიდრე ზაფხულში. მიუხედავად ამისა, წელიწადის ამ დროს მცენარეები ნაკლებ წყალს მოიხმარენ და თანაც ძალიან ნელა იზრდებიან, ვიდრე გაზაფხულზე ან ზაფხულში. ახსენით ეს მოვლენა.



28/05/2025

N27 შეკითხვა

დავუშვათ, შექმნეს ხელოვნური უჯრედი. იგი წარმოადგენს ნახევრადგანვლადი მასალისგან დამზადებულ ტომსიკას, რომელიც ავსებულია წყალხნსარით. ეს მასალა გამტარია წყლისა და მონოსაქარიდების მიმართ, მაგრამ გაუმტარია საქაროზას მოლეკულებისათვის. ტომსიკა („უჯრედი“) მოათავსეს  მინის ჭურჭელში სხვა ხსნართან ერთად, რომელიც გარემოს როლს ასრულებს. 

ა) უწყვეტი ისრებით აღნიშნეთ გახსნილი ნივთიერებების დიფუზიის მიმართულება (როგორც უჯრედისკენ, ისე - მისგან), ხოლო წყვეტილი ხაზით აღნიშნეთ ოსმოსის მიმართულება (თუ ის ხდება მოცემულ სიტუაციაში).

ბ) როგორია მინის ჭურჭელში მოთავსებული ხსნარი („გარემო“) უჯრედის შიგთავსთან შედარებით - ჰიპოტონური, იზოტონური თუ ჰიპერტონური?

გ) როგორი იქნება უჯრედის ტურგორული მდგომარეობა - ის შეიჭმუხნება, გაიბერება თუ უცვლელი დარჩება?

დ) როგორი იქნება საბოლოოდ გახსნილი ნივთიერებების კონცენტრაცია თითოეულ ხსნარში („გარემოში“ და „უჯრედში“) - ერთნაირი თუ განსხვავებული?



27/05/2025

N26 შეკითხვა

რატომ არ წარმოადგენს ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო Na+ და K+ იონების კოტრანსპორტერს?



N25 შეკითხვა

სატრანსპორტო ცილების რომელი ტიპი იქნება ყველაზე ჭარბად ლიზოსომის პლაზმურ მემბრანაში?



N24 შეკითხვა

რატომ აქვს სიცოცხლის შესანარჩუნებლად უჯრედის მემბრანას უდიდესი მნიშვნელობა?



N23 შეკითხვა

აღწერეთ გზა, რომელსაც გაივლის გლიკოპროტეინი, ვიდრე ის უჯრედგარე მატრიქსის შემადგენელი ნაწილი გახდება. მემბრანული ტრანსპორტის რომელი ფორმა უზრუნველყოფს ამ პროცესს?



N22 შეკითხვა

უჯრედის ზრდის პროცესში იზრდება მისი პლაზმური მემბრანაც. ორი მექანიზმიდან - ეგზოციტოზი და ენდოციტოზი - რომელი უზრუნველყოფს პლაზმური მემბრანის ზრდას?



N21 შეკითხვა

აქვაპორინი გაუმტარი არხია ჰიდროქსონიუმის იონის (H3O+) მიმართ, რომელიც ზომით ძალიან ჰგავს წყლის მოლეკულას, თუმცა, ამავე დროს, აქვაპორინი თავისუფლად ატარებს გლიცერინის გაცილებით მსხვილ მოლეკულას. რა უნდა იყოს ამგვარი შერჩევითობის მიზეზი?



23/05/2025

N20 შეკითხვა

როგორ იმუშავებს ინფუზორია-ქალამანას მფეთქავი ვაკუოლი, თუ ეს უმარტივესი ჰიპოტონური გარემოდან მოხვდება იზოტონურ გარემოში?



N19 შეკითხვა

როგორ იშორებს უჯრედი ნახშირორჟანგს, რომელიც მასში გროვდება უჯრედული სუნთქვის შედეგად?



N18 შეკითხვა

რა განსხვავება იქნება ერთსა და იმავე სახეობის მცენარეთა პლაზმური მემბრანების ლიპიდურ შედგენილობაში, თუ ერთი მცენარე იზრდება სამხრეთ ნახევარსფეროში, მეორე კი - შედარებით ცივი კლიმატის პირობებში?



15/05/2025

N17 შეკითხვა

მეგობარი გიმტკიცებს, რომ მიტოქონდრიები და პლასტიდები ენდომემბრანული სისტემის შემადგენელი ნაწილია. წარმოადგინე შენი კონტრარგუმენტი.



N16 შეკითხვა

კართაგენერის სინდრომის მქონე კაცები უნაყოფონი არიან სპერმატოზოიდების უმოძრაობის გამო, რასაც გენეტიკური მიზეზები უდევს საფუძვლად. ივარაუდეთ, რა დარღვევა უნდა იწვევდეს ამ დაავადებას?



10/04/2025

N15 შეკითხვა

როგორ დაეხმარება მეცნიერებს ორგანიზმის გენომის სრული სეკვენირება იმის გაგებაში, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ორგანიზმი?