28/02/2015

რით ჰგავს სოკო მცენარეებს და რით ჰგავს ცხოველებს?

სოკოები ეუკარიოტული (ანუ ბირთვიანი უჯრედის მქონე) ორგანიზმებია, რომლებიც დამოუკიდებელ - სოკოთა სამეფოშია გაერთიანებული. დიდი ხნის მანძილზე სოკოებს მცენარეთა სამეფოს მიაკუთვნებდნენ, მაგრამ მათი უკეთ შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სოკოებს აქვთ როგორც მცენარეების, ისე ცხოველების ნიშნები და ამავე დროს განსხვავდებიან კიდეც მათგან.


რით ჰგავს სოკო მცენარეებს და რით ჰგავს ცხოველებს?

მცენარის მსგავსი ნიშნები:
  • უჯრედებს გარს აკრავს კარგად განვითარებული უჯრედის კედელი;
  • არ აქვს აქტიურად გადაადგილების უნარი;
  • ახასიათებს შეუზღუდავი ზრდა;
  • ნივთიერებებს გარემოდან იღებს შეწოვის გზით;
  • მრავლდება სპორებით, ასევე, ვეგეტატიურად - მიცელიუმის ნაწილებით;
  • ასინთეზებს ამინომჟავა ლიზინს, რომელიც ცხოველებისთვის შეუცვლელი ამინომჟავაა.


ცხოველის მსგავსი ნიშნები:
  • უჯრედის კედელი აგებულია ძირითადად რთული ნახშირწყლით - ქიტინით, რომელიც ფეხსახსრიან ცხოველებში ქმნის სხეულის გარეთა საფარველს;
  • სამარაგო საკვები ნივთიერება არის ნახშირწყალი - გლიკოგენი, რომელსაც ცხოველებიც აგროვებენ ღვიძლსა და კუნთებში;
  • უჯრედებში არ აქვს ქლოროპლასტები და ქლოროფილი, ამიტომ ვერ ახდენს ფოტოსინთეზს და შესაბამისად, კვების ტიპის მიხედვით - ჰეტეროტროფია;
  • წარმოქმნის შარდოვანას;
  • მელანინის სინთეზი ხდება ცოცხალ უჯრედებში (მცენარეებში კი წარმოიქმნება კვდომის შემდეგ).



No comments :

Post a Comment