ასტეროიდები მყარი, კლდოვანი და დროებითი ობიექტებია. მათი უმრავლესობა უფორმოა, ზოგიერთს კი სფეროს ფორმა აქვს.
მზის სისტემაში ასტეროიდები ძირითადად თავმოყრილია მარსსა და იუპიტერს შორის და კოსმოსის ამ ნაწილს „ასტეროიდების სარტყელს“ ეძახიან.
![]() |
ასტეროიდების სარტყელი |
დღე-ღამისა და წელიწადის ხანგრძლივობა სხვადასხვა ასტეროიდზე განსხვავებულია, მაგალითად, ასტეროიდ იდას თავის ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის 4,6 საათი სჭირდება, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებისათვის - 4,8 წელი.
მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდები უმეტესად მზის გარშემო საკუთარ ორბიტაზე ბრუნავენ, ზოგჯერ შეიძლება გადაუხვიონ ორბიტიდან და კოსმოში განაგრძონ მოძრაობა.
ასტეროიდებზე არ არის ატმოსფერო.
ცერერა - მზესთან ყველაზე ახლოს და ამავე დროს, პირველი აღმოჩენილი ასტეროიდია (ჯუზეპე პიაციმ აღმოაჩინა 1801 წელს).
![]() |
ცერერა |
ყველაზე დიდი ასტეროიდია ვესტა (აქამდე მის ადგილს იჭერდა ცერერა, მაგრამ ახლა მას ჯუჯა პლანეტად მიიჩნევენ, რის გამოც ვესტამ დაიკავა ეს წოდება).
მინიმუმ 150 ასტეროიდია ცნობილი, რომელთაც საკუთარი თანამგზავრი ჰყავთ, ზოგს - ორიც კი). ზოგიერთ ასტეროიდზე წვრილი რგოლებიც არის აღმოჩენილი.
დღეისათვის 10-ზე მეტ კოსმოსურ ხომალდს აქვს შესწავლილი ასტეროიდები.