08/12/2016

პლანეტა ურანი

ურანი
     ურანი მზის სისტემაში მოძრავი მეშვიდე პლანეტაა. მას სახელი უწოდა გერმანელმა ასტრონომმა იოჰან ბოდემ ბერძნულ მითოლოგიაში ცის ღმერთის პატივსაცემად, რომელიც ცის ყველაზე პირველ მბრძანებლად ითვლებოდა.
     ურანს თავის ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის 17 საათი სჭირდება, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებისათვის - 84 წელი.
     ურანს „ყინულის გიგანტსაც“ ეძახიან, რადგან მის ქვიან ბირთვს გარს აკრავს წყლის, მეთანისა და ამიაკის ნარევისგან შექმნილი სქელი და მკვრივი ყინულოვანი გარსი. ურანს ატმოსფეროც აქვს, რომელსაც ქმნის უმეტესად წყალბადი და ჰელიუმი. მათ ასევე ერევა მეთანი, რომელიც პლანეტას მოცისფრო-მომწვანო ფერს აძლევს. ურანის ატმოსფერო ყველაზე ცივი პლანეტარული ატმოსფეროა მზის სისტემაში და პლანეტის ტემპერატურაც -224 გრადუსია ცელსიუსით.
     ურანს აქვს საკუთარი მაგნიტური ველი.
პლანეტების ბრუნვის მიმართულება
     აღსანიშნავია, რომ ვენერას მსგავსად, ურანიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ბრუნავს. ამასთან, ის ისე ძლიერაა გადახრილი, რომ ფაქტობრივად, „გვერდზე წამოწოლილი“ ბრუნავს. შედეგად, ურანზე სეზონები იცვლება 20 წელიწადში ერთხელ (იგულისხმება დედამიწის წელიწადი).
   „ ვოიაჯერ-2“ - ერთადერთი კოსმოსური აპარატია, რომელიც ურანს „სტუმრობდა“.
     ურანს 27 თანამგზავრი ჰყავს, რომელთაც სახელები უწოდეს უილიამ შექსპირისა და ალექსანდრე პოუპის ნაწარმოებების პერსონაჟების მიხედვით. ობერონი და ტიტანია ურანის ყველაზე დიდი თანამგზავრებია.
     ურანს აქვს 13 სუსტი და მუქი ფერის რგოლი.



No comments :

Post a Comment