მერკური - მზის სისტემაში პირველ ადგილზე მოძრავი პლანეტაა. მას სახელი უწოდეს ძველრომაულ მითოლოგიაში ვაჭრობის ღმერთის - სწრაფმავალი მერკურის პატივსაცემად, რადგანაც მერკური ყველა პლანეტაზე უფრო სწრაფად მოძრაობს ცის თაღზე. ამ პლანეტის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძველი შუმერების ხელნაწერებში გვხვდება (დაახლოებით 5000 წლის წინ).
მერკური |
თავის ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის მერკურს 59 დღე სჭირდება, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებისათვის - 88 დღე.
მერკურს ატმოსფერო არ აქვს, თუმცა გარს აკრავს თხელი ფენა - ეგზოსფერო, რომელიც უმეტესად ჟანგბადის, ნატრიუმის, წყალბადის, ჰელიუმის და კალიუმისგან შედგება. ეს ატომები პლანეტის ზედაპირიდან მზის სხივების ზემოქმედებით ისხლიტება.
მერკურზე ტემპერატურა დღისით +430 გრადუსია (ცელსიუსით), ღამით კი -180 გრადუსი, რასაც განაპირობებს ატმოსფეროს უქონლობა, რის გამოც კოსმოსში იფანტება მისი სითბო.
მერკურზე არ ხდება სეზონების ცვლა. ამის მიზეზი ის არის, რომ მერკურის ღერძი მისი ორბიტისადმი თითქმის მართობულად (90 გრადუსით) მდებარეობს, რაც ასევე იწვევს მის ზედაპირზე სითბოს არათანაბრად განაწილებას. ვარაუდობენ, რომ მერკურის პოლუსებზე ყინულიც არის.
მერკურს მხოლოდ 2 კოსმოსური ხომალდი მიუახლოვდა: „Mariner-10“ (1974-1975 წლებში) და „Messenger“-ი (2011 წელს). მეცნიერები ყველა ზე მეტად გააოცა „Mariner-10“-ის მიერ დადგენილმა ფაქტმა იმის შესახებ, რომ მერკურს გააჩნია მაგნიტური ველი, რასაც განაპირობებს მისი რკინისგან შემდგარი ბირთვი.
მერკურიდან მზე 3-ჯერ უფრო დიდი ზომის ჩანს, ვიდრე დედამიწიდან.
მერკურს არ ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი და არ აქვს რგოლები.
მერკურზე ტემპერატურა დღისით +430 გრადუსია (ცელსიუსით), ღამით კი -180 გრადუსი, რასაც განაპირობებს ატმოსფეროს უქონლობა, რის გამოც კოსმოსში იფანტება მისი სითბო.
მერკურზე არ ხდება სეზონების ცვლა. ამის მიზეზი ის არის, რომ მერკურის ღერძი მისი ორბიტისადმი თითქმის მართობულად (90 გრადუსით) მდებარეობს, რაც ასევე იწვევს მის ზედაპირზე სითბოს არათანაბრად განაწილებას. ვარაუდობენ, რომ მერკურის პოლუსებზე ყინულიც არის.
მერკურის კრატერებიანი ზედაპირი |
მერკურიდან მზე 3-ჯერ უფრო დიდი ზომის ჩანს, ვიდრე დედამიწიდან.
მერკურს არ ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი და არ აქვს რგოლები.
No comments :
Post a Comment