13/12/2016

პლანეტა ნეპტუნი

ნეპტუნი
     ნეპტუნი მზის სისტემაში მერვე ადგილზე მოძრავი პლანეტაა. მას სახელი უწოდეს ძველმა რომაელებმა ზღვის ღმერთის პატივსაცემად. ის კოსმოსში კაშკაშა ცისფერი ჩანს, რაც მის ღრუბლებში მეთანის არსებობითაა გამოწვეული. 
     ნეპტუნს თავის ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის 16 საათი სჭირდება, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებისათვის - 165 წელი.
     ურანის მსგავსად, ნეპტუნიც „ყინულის გიგანტია“. დედამიწის ზომის ბირთვის გარშემო წყლის, ამიაკისა და მეთანის მკვრივი, ცივი და სქელი ფენაა გარშემორტყმული.
     ნეპტუნის მაგნიტური ველი 27-ჯერ ძლიერია, ვიდრე დედამიწის.
ნეპტუნის რგოლები
     ნეპტუნის თანამგზავრებიდან  13 რეგისტრირებულია (1 თანამგზავრი კი „ელოდება“ ოფიციალურ აღიარებას). ყველაზე დიდი თანამგზავრია ტრიტონი. როგორც ფიქრობენ, ის ერთ დროს ჯუჯა პლანეტა იყო და „ჩაიჭირა“ ნეპტუნმა.
     ნეპტუნის გარშემო 6 წვრილი რგოლია.
     „ვოიაჯერ-2“ ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომელიც ნეპტუნს „სტუმრობდა“.
     


No comments :

Post a Comment