იუპიტერი და მისი ცნობილი წითელი ლაქა |
იუპიტერი მეხუთე ადგილზე მოძრავი პლანეტაა, სიდიდით კი 2-ჯერ დიდია, ვიდრე მზის სისტემაში არსებული ყველა პლანეტა ერთად აღებული. მას სახელი ძველმა რომაელებმა უწოდეს ღმერთების „მეფის“ პატივსაცემად (რადგან იუპიტერიც „პლანეტების მეფეა“ თავისი სიდიდით).
იუპიტერს თავის ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის 10 საათი სჭირდება, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებისათვის - 12 წელი.
იუპიტერს „გაზის გიგანტს“ ეძახიან, რადგან მისი ზედაპირი სითხეებისა და აირებისგან არის შექმნილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მის შიგნით დედამიწის ზომის მყარი ბირთვიც არის. ეს პლანეტა მოყვითალო-ნარინჯისფერია, რასაც განაპირობებს გოგირდისა და ფოსფორის ნაერთები. ზედაპირზე შეინიშნება ელვა, პოლარული ციალი და შტორმი (მაგალითად, დიდი წითელი ლაქა, რომელიც პლანეტას შორიდანაც ემჩნევა, სინამდვილეში გიგანტური შტორმია და დაახლოებით 300 წელია მძვინვარებს).
იუპიტერის ატმოსფერო ძირითადად წყალბადსა და ჰელიუმს შეიცავს. იმის გამო, რომ ზედაპირი აირისა და სითხეებისაგან შედგება, ამ პლანეტის ზუსტი ტემპერატურის დადგენას მეცნიერები ვერ ახერხებენ (ვარაუდით ის -145-დან +21 გრადუსამდე (ცელსიუსით) მერყეობს).
იუპიტერს მთელ მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი აქვს და ის 20 000-ჯერ აღემატება დედამიწის მაგნიტურ ველს.
იუპიტერს 67-მდე თანამგზავრი ჰყავს, რომელთაგან 50 უკვე შესწავლილია, 17 კი - ჯერაც კვლევის პროცესშია. განსაკუთრებით ცნობილია მისი 4 თანამგზავრი: იო, ევროპა, განიმედე და კალისტო.
განიმედე |
იო |
განიმედე მზის სისტემაში ყველაზე დიდი თანამგზავრია და თვით პლანეტა მერკურსაც აღემატება. ამავე დროს ის ერთადერთი თანამგზავრია, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი არ აქვს.
იო მზის სისტემაში იმით გამოირჩევა, რომ ვულკანურად ყველაზე აქტიური სხეულია.
ევროპა |
კალისტო |
მართალია იუპიტერზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის, მაგრამ მის ზოგიერთ თანამგზავრზე წყლიანი ყინულის არსებობა მეცნიერებს საფუძველს აძლევს ივარაუდონ მათზე სიცოცხლის ნიშნების არსებობა.
1979 წელს დადგენილ იქნა, რომ იუპიტერს გარშემო 3 სუსტი რგოლი აქვს.
შეადარე დედამიწა და მთვარე იუპიტერის 4 თანამგზავრს :) |
No comments :
Post a Comment