თავისი ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის დედამიწას 24 საათი სჭირდება, მზის გარშემო შემობრუნებისათვის კი - 365 დღე.
დედამიწის ატმოსფერო საკმაოდ სქელია და შედგება უმეტესად აზოტისა და ჟანგბადისაგან, რაც სიცოცხლის არსებობისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას ქმნის. გარდა ამისა, ატმოსფერო გვიცავს უამრავი მეტეორისაგან, რომელთა დიდი ნაწილი დედამიწის ზედაპირთან მოახლოებამდე იწვის და მტვრად იფანტება.
დედამიწის ზედაპირზე არის მთები, კანიონები, დიდი ველები. ხმელეთთან შედარებით მეტი ნაწილი წყლით არის დაფარული.
ჩვენს პლანეტას მაგნიტური ველიც აქვს, რომლის პოლუსებიც გეოგრაფიული პოლუსების ახლოს მდებარეობს.
No comments :
Post a Comment