03/12/2016

როგორ კომბინაციებს შეიძლება ქმნიდნენ X და Y ქრომოსომები?

     როგორც იცით, ადამიანის შემთხვევაში Y-ქრომოსომის მქონე ინდივიდები ყოველთვის მამრობითი სქესის არიან, რასაც განაპირობებს ამ ქრომოსომაში (SRY)-გენის არსებობა, რომელიც პასუხისმგებელია მამრობითი სასქესო ნიშნების განვითარებაზე. თუმცა იდენტიფიცირებულია მამრობითი სქესის რამდენიმე ინდივიდი XX გენოტიპითაც (სიხშირე - 1 : 20 000 ადამიანი). როგორც აღმოჩნდა, ასეთ მამაკაცებში ერთ-ერთ X-ქრომოსომაზე მიკრულია Y-ქრომოსომის ის უბანი, რომელშიც ლოკალიზებულია (SRY)-გენი (ტრანსლოკაციის შედეგად). 
     ცნობილია ასევე მამაკაცები XXXY (48 ქრომოსომა) და XXXXY (49 ქრომოსომა) გენოტიპებით, რომლებსაც აღენიშნებათ გონებრივი ჩამორჩენილობა და დაავადებათა მთელი „ბუკეტი“.
     XXXX გენოტიპის მქონე ქალები ძლიერ ჩამორჩებიან გონებრივი განვითარების თვალსაზრისით, თუმცა გარეგნულად ნორმალურად გამოიყურებიან.
     1961 წელს გამოვლენილ იქნა პირველი მამაკაცი XYY გენოტიპით. ასევე აღმოჩენილია XXYY ქრომოსომული ნაკრების მქონე მამაკაცი. ორივე შემთხვევაში სიმპტომები ჰგავს კლაინფელტერის სინდრომის დროს გამოვლენილ სიმპტომებს. ადრე მიიჩნეოდა, რომ Y-ქრომოსომის სიჭარბე ზრდიდა ადამიანში აგრესიულობის დონეს, თუმცა დღეისათვის ეს ვარაუდი უარყოფილია. სამაგიეროდ, დადგენილ იქნა, რომ, რაც მეტია ქრომოსომულ ნაკრებში X და Y ქრომოსომების რაოდენობა, მით მეტად დაქვეითებულია ინდივიდის ინტელექტი.
     YO და OO (ქსომოსომული ნაკრები სასქესო ქრომოსომების გარეშე) გენოტიპის მქონე ზიგოტა იღუპება და ვერ ვითარდება.


No comments :

Post a Comment