27/09/2026

ბიოლოგია, მე-10 კლასი

დავალებები განკუთვნილია სსსმ მოსწავლეებთან მუშაობისთვის.

1.1. არაორგანული ნივთიერებები



რატომ იცვლება ადამიანის სხეულში წყლის რაოდენობა ასაკთან ერთად?

წყალი ჩვენს სხეულში ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა, თუმცა მისი რაოდენობა მუდმივი არ არის და ასაკთან ერთად მკვეთრად იცვლება. 

წყლის შემცველობა ასაკობრივად:

  • ნაყოფი - 90%
  • ახალშობილი - 80%
  • მოზარდი - 70%
  • ზრდასრული - 60-65%
  • ხანდაზმული - 50-55%

საინტერესოა, როგორ არის გადანაწილებული წყალი სხეულის სხვადასხვა ნაწილში? 

  • სისხლში - 92% (ყველაზე მეტია)
  • კუნთები - 77%
  • შინაგანი ორგანოები - 87%
  • ძვლები - 22% (ყველაზე ცოტაა)


20/09/2026

შესავალი

1. ბიოლოგია - სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერება
2. ცოცხალი ორგანიზმები და მათი ძირითადი თვისებები







გამოყენებული მასალა: 
ბიოლოგია, VII კლასი, I ნაწილი, 2026 წელი

ავტორები:
მ. მურვანიძე, ე. მითაიშვილი



06/08/2026

,,Spider-goats“, ანუ „ობობა-თხები“

ტრანსგენური „ობობა-თხები“ გენური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია. ისინი იწველიან რძეს, რომელიც შეიცავს ობობას აბლაბუდის ცილას - სპიდროინს.

ცილა სპიდროინი ფიბროინების (აბრეშუმის ცილები) ოჯახს მიეკუთვნება და როგორც აღმოჩნდა, ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ამავე დროს, ელასტიური მასალაა.

ობობებისგან ცილა სპიდროინის დიდი რაოდენობით მიღება ძალიან რთულია, რადგან ისინი ტერიტორიული და კანიბალი ცხოველები არიან. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კანადურმა კომპანია Nexia Biotechnologies-მა პროფესორ რენდი ლუისის ხელმძღვანელობით 2000-იანი წლების დასაწყისში შექმნა გენმოდიფიცირებული თხები - ობობის დნმ-ის ის სეგმენტი, რომელიც პასუხისმგებელია სპიდროინის სინთეზზე, შეიყვანეს თხის ემბრიონში. გენი ისე დააპროგრამეს, რომ ის თხის სხეულში მხოლოდ სარძევე ჯირკვლებში აქტიურდება. ტრანსგენური თხები გარეგნულად, ქცევით ან ჯანმრთელობით სრულიად არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი თხებისგან, განსხვავება მხოლოდ მათ რძეშია.