26/11/2023

მიკროორგანიზმთა მოდელები (მე-7 კლასი)

     „ვქმნი საკუთარი ხელით“ - ნიშნავს უკეთ ვიაზრებ, ვსწავლობ და მამახსოვრდება. მე-7 კლასებში თემის „მიკროორგანიზმები“ გავლის შემდეგ მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში  დაამზადეს მიკროორგანიზმების მოდელები. მასალად გამოიყენეს პლასტილინი, თიხა, ძაფი, ქაღალდი, მავთული, ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნარჩენი და საკვები პროდუქტიც კი. მოსწავლეებს თავად შეეძლოთ აერჩიათ სამოდელო მიკროორგანიზმი. უმეტესობამ არჩევანი ბაქტერიებსა და ვირუსებზე შეაჩერა, თუმცა ასევე წარმოდგენილ იქნა წყალმცენარეები (ქლორელა, ლამიდომონადა) და უმარტივესები (მწვანე ევგლენა, ამება, ქალამანა). 












No comments :

Post a Comment