03/04/2024

ფრანჩესკო რედი (სიცოცხლის წარმოშობის შესახებ თვითჩასახვის ჰიპოთეზა მცდარია)

ფრანჩესკო რედი

იტალიელი ექიმი ფრანჩესკო რედი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც 1688 წელს ექსპერიმენტულად დაამტკიცა სიცოცხლის თვითჩასახვის (სპონტანურად ჩასახვის) ჰიპოთეზის მცდარობა. თავის ექსპერიმენტებში რედი ხორცის ნაჭრებს ათავსებდა ქილებში, რომელთაგან ზოგიერთს ტოვებდა თავღია, ზოგს კი აფარებდა მარლას ან პერგამენტს. გარკვეული დროის შემდეგ ხორცის ნაჭრები ყველა ქილაში იწყებდა ლპობას, მაგრამ მატლები ჩნდებოდა მხოლოდ თავღია ქილებში. ამით მეცნიერმა გააკეთა დასკვნა: ბუზების მატლები ლპობად ხორცზე ჩნდება არა თავისთავად (სპონტანურად), არამედ ხორცზე ბუზების მიერ კვერცხების დაყრის შედეგად და ცოცხალი მხოლოდ ცოცხალისაგან წარმოიშვება.

ფ. რედის ექსპერიმენტი - თავდახურულ ქილებში ლპობად ხორცის ნაჭრებზე მატლები არ გაჩნდა, ხოლო თავღია ქილაში გაჩნდა.


No comments :

Post a Comment