27/11/2023

„ჩემი ზღაპრული ქვეყნის რუკა“ - მე-4 კლასი

     „ჩემი ზღაპრული ქვეყნის რუკა“ - ასე დავარქვით აქტივობას, რომლის მიზანი იყო, მე-4 კლასის მოსწავლეები გაცნობოდნენ რუკისა და რუკის ლეგენდის (მასზე დატანილი პირობითი ნიშნები) რაობას და გაეაზრებინათ მათი მნიშვნელობა მოგზაურისა თუ სხვა დაინტერესებული პირისთვის. ბავშვები შემოქმედებითად მიუდგნენ დავალების შესრულებას და კლასში წარადგინეს მრავალფეროვანი ნამუშევრები. თავიანთი ზღაპრული ქვეყნებისათვის ბავშვებმა შეარჩიეს უჩვეულო ფორმები (გული, პირამიდა, ვარსკვლავი და სხვ.), მოიფიქრეს ძალიან სახალისო სახელწოდებები ქალაქებისთვის და რა თქმა უნდა, შეეცადნენ რუკის ლეგენდის საშუალებით ადვილად გასაგები გაეხადათ თავიანთი რუკები. 







 



No comments :

Post a Comment