06/12/2016

პლანეტა მარსი

მარსი
     მარსი მზის სისტემაში მეოთხე ადგილზე მოძრავი პლანეტაა, სიდიდით კი - მეშვიდეა და მხოლოდ მერკურს აღემატება ზომაში (მისი დიამეტრი 2-ჯერ პატარაა, ვიდრე დედამიწის დიამეტრი). სისხლისფერი წითელი ფერის გამო ძველმა რომაელებმა მარსს ომის ღმერთის სახელი უწოდეს. 
     თავისი ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის მარსს 24 საათზე ცოტათი მეტი დრო სჭირდება, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებისათვის - 687 დღე.
     მარსის ატმოსფერო საკმაოდ მკვრივია, მაგრამ ძალიან თხელ შრეს წარმოადგენს და ძირითადად შედგება ნახშირორჟანგისაგან, აზოტისა და არგონისაგან. ის ვერ ქმნის ღრუბლებს და ამის გამო მარსის კლიმატი ძალიან ცივი და მშრალია (საშუალო ტემპერატურა არის -50 გრადუსი ცელსიუსით).
    სხვაგვარად მარსს „წითელ პლანეტასაც“ ეძახიან, რასაც განაპირობებს მის ზედაპირზე რკინის მინერალების სიჭარბე. ზედაპირზე ასევე არის უამრავი კრატერი, ვულკანი, უდაბნო, ველი, პოლუსებზე კი - ყინულის „ქუდები“. აღსანიშნავია, რომ მარსის ყინული ე.წ. „მშრალი ყინულია“, რომელიც შექმნილია არა წყლისგან, არამედ ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგისაგან.    
მთა ოლიმპი
     მარსზე მდებარეობს მზის სისტემის პლანეტებზე არსებულ მთებს შორის ყველაზე მაღალი მთა - ოლიმპი (სიმაღლე - 27 კმ) და ყველაზე გრძელი კანიონი - მარინერი (სიგრძე - 4000 კმ, სიღრმე - 7 კმ).
კანიონი - მარინერი
     მარსის წარმოსახვითი ღერძი საკმაოდ დახრილია ორბიტისადმი, რის გამოც მზის გარშემო ბრუნვისას არათანაბრად ხდება მზის სითბოსა და სინათლის მიღება. სწორედ ამიტომ, მარსზე დედამიწის მსგავსად ხდება სეზონების ცვლა, რასაც თან ახლავს ტემპერატურისა და სინათლის ინტენსივობის ცვლილება, ყინულების დნობა ან მომატება და სხვ.
     მარსი 40-ზე მეტ კოსმოსურ აპარატს აქვს გამოკვლეული, მასზე რამდენიმე მარსმავალიც არის გაშვებული. 
ფობოსი
დეიმოსი
     მარსს 2 თანამგზავრი ჰყავს: ფობოსი (ძვ.ბერძნ. „შიში“) და დეიმოსი (ძვ.ბერძნ. „საშინელება“), რგოლები კი არ აქვს.


No comments :

Post a Comment