22/04/2024

ბიოლოგიის ოლიმპიადის I ტური

2024 წლის 18 აპრილს სსიპ - ქ. თბილისის N156 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის კლუბ - „გენეტიკური კოდის“ ინიციატივით მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის I ტური ბიოლოგიაში. 

აქტივობის მიზანია:

  •  გაზარდოს მოსწავლეებში ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესი და სწავლის მოტივაცია;
  • შესძინოს მოსწავლეებს გამოცდებსა თუ საგნობრივ ოლიმპიადებზე აუცილებელი ბაზისური უნარ-ჩვევები;
  • ხელი შეუწყოს სკოლაში ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაციას.

აღნიშნული ოლიმპიადა ჩატარდება 2 ეტაპად. I ტურში მოსწავლეებს 45 წუთის განმავლობაში 30 დახურული ტიპის დავალება უნდა შეესრულებინათ, ხოლო II ტურში დაგეგმილია ღია ტიპის დავალებების შესრულება. 

ოლიმპიადის I ტურში 27 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან მაისის თვეში II ტურში მონაწილეობას განაგრძობს 12 მოსწავლე, რომელთაც დააგროვეს ქულათა 50%-ზე მეტი.  

მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის და ამავე დროს, ბიოლოგიის კლუბის წევრ მე-10 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უზრუნველყვეს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება და ტესტირების მშვიდ, დადებით გარემოში ჩატარება.

I ტურის დავალებები

I ტურის დავალებათა სწორი პასუხები





















No comments :

Post a Comment