Thea's blog (მეცნიერება - Science)
ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი (თბილისი - N156 საჯარო სკოლა; ქუთაისი - ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლა)
11/07/2024
ციტატები წიგნიდან - „სიყვარულის 8 წესი“ (ჯეი შეტი)
21/06/2024
ერთი მასწავლებლის ოლიმპიადა
რით არის საინტერესო აღნიშნული აქტივობა?
·
ოლიმპიადაში მონაწილეობით იზრდება სწავლისადმი მოსწავლის
მოტივაცია;
·
ხდება თქვენი საგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
·
მოსწავლე იძენს არა მარტო საგნობრივ ოლიმპიადებზე, არამედ
გამოცდებზე საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევებსაც;
·
იზრდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებით მოსწავლეთა
დაინტერესება;
·
უმჯობესდება კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა,
თუ ისინიც გამოხატავენ ოლიმპიადაში ჩართვის სურვილს.
საგნობრივი სასკოლო ოლიმპიადის დაგეგმვა და ჩატარება
მასწავლებლისგან სრულებით არ მოითხოვს ბევრად
მეტ დროსა და ძალისხმევას, ვიდრე ეს შემაჯამებლისთვის მზადებას ან თუნდაც ერთი კარგი
გაკვეთილის ჩატარებას სჭირდება. შედეგად კი იღებთ დადებით ემოციებს მოსწავლეებისა და
მშობლებისაგან, იზრდება თქვენ შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის სიხშირე და ხდებით
თქვენი მოსწავლეების წარმატების თანაზიარი, რაც, ალბათ, ყველა მასწავლებლის მიზანია.
რით დავიწყოთ?
02/06/2024
კითხვარი ოლიმპიადის უკუკავშირისათვის
- ეცადეთ, კითხვარი არ იყოს ძალიან დიდი და დამღლელი, რათა მოსწავლეებს არ დაეკარგოთ შევსების სურვილი.
- მიეცით მეტი დახურული კითხვა სავარაუდო პასუხებით, თუმცა სასურველია ისეთი კითხვებიც, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრიც.
- კითხვარი შეადგინეთ ონლაინ რეჟიმში, მაგალითად, მე მოვამზადე Google Forms-ში, მონაწილეებს Facebook-ში მოვუყარე თავი საერთო ჩატში, სადაც მარტივად გავუზიარე კითხვარის ბმული.
- ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეთა მხრიდან ნდობა და მათი დარწმუნება კითხვარის ანონიმურობაში, რათა პასუხები იყოს გულწრფელი (ონლაინ კითხვარს ამ თვალსაზრისითაც აქვს უპირატესობა, რადგან მოსწავლემ იცის, რომ მის პასუხებს ვერ ამოიცნობენ, მაგალითად, გამორჩეული კალიგრაფიით).
27/05/2024
ბიოლოგიის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები
- I ადგილი - მაქსიმე ბენდელიანი (მე-7დ კლასი) და ანარ ნოვრუზოვი (მე-7გ კლასი);
- II ადგილი - ანასტასია კახურაშვილი (მე-7ბ კლასი);
- III ადგილი - ანიტა დავითაძე (მე-7ა კლასი).
19/05/2024
ბიოლოგიის სასკოლო ოლიმპიადის II ტური
I ტურში მოსწავლეებმა შეასრულეს მხოლოდ დახურულკითხვებიანი დავალებები, ხოლო II ტურში - მხოლოდ ღიაკითხვებიანი დავალებები. შედეგად გამოვლინდებიან მოსწავლეები, რომლებიც გადალახავენ 50%-იან ბარიერს, ხოლო მათ შორის გამარჯვებულად ჩაითვლებიან რეიტინგის მიხედვით პირველ 3 ადგილზე გასული მოსწავლეები.
მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის და ამავე დროს, ბიოლოგიის კლუბის წევრ მე-10 კლასის მოსწავლეებს (მარიამ ქარდავას, თამუნა ყალიჩავასა და მარიამ მუშკუდიანს), რომელთაც უზრუნველყვეს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება.
22/04/2024
ლუი პასტერი - (სიცოცხლის წარმოშობის შესახებ თვითჩასახვის ჰიპოთეზა მცდარია)
ბიოლოგიის სასკოლო ოლიმპიადის I ტური
აქტივობის მიზანია:
- გაზარდოს მოსწავლეებში ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესი და სწავლის მოტივაცია;
- შესძინოს მოსწავლეებს გამოცდებსა თუ საგნობრივ ოლიმპიადებზე აუცილებელი ბაზისური უნარ-ჩვევები;
- ხელი შეუწყოს სკოლაში ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაციას.
აღნიშნული ოლიმპიადა ჩატარდება 2 ეტაპად. I ტურში მოსწავლეებს 45 წუთის განმავლობაში 30 დახურული ტიპის დავალება უნდა შეესრულებინათ, ხოლო II ტურში დაგეგმილია ღია ტიპის დავალებების შესრულება.
ოლიმპიადის I ტურში 26 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან მაისის თვეში II ტურში მონაწილეობას განაგრძობს 12 მოსწავლე, რომელთაც დააგროვეს ქულათა 50%-ზე მეტი.
მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის და ამავე დროს, ბიოლოგიის კლუბის წევრ მე-10 კლასის მოსწავლეებს (მარიამ ქარდავას, მარიამ მუშკუდიანს, თამუნა ყალიჩავას, ნიკოლოზ ფურცელაძესა და ლევან ეფრემიძეს), რომელთაც უზრუნველყვეს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება და ტესტირების მშვიდ, დადებით გარემოში ჩატარება.
I ტურის დავალებათა სწორი პასუხები
03/04/2024
ფრანჩესკო რედი (სიცოცხლის წარმოშობის შესახებ თვითჩასახვის ჰიპოთეზა მცდარია)
ფრანჩესკო რედი |
ფ. რედის ექსპერიმენტი - თავდახურულ ქილებში ლპობად ხორცის ნაჭრებზე მატლები არ გაჩნდა, ხოლო თავღია ქილაში გაჩნდა. |
25/03/2024
ბიოლოგიის კლუბში განხორციელებული აქტივობები (2023-2024)
პოსტში თავმოყრილია ბიოლოგიის კლუბის წევრების მიერ 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი:
სასარგებლო ოთახის მცენარეების ფოტოგამოფენა
ოთახის მცენარეების პოპულარიზაციის მიზნით ბიოლოგიის კლუბის წევრებმა სასკოლო სივრცეში მოაწყვეს ზოგიერთი გამორჩეულად სასარგებლო ოთახის მცენარის ფოტოგამოფენა.
დეტალური ინფორმაცია მცენარეთა შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართში: