22/04/2024

ლუი პასტერი - (სიცოცხლის წარმოშობის შესახებ თვითჩასახვის ჰიპოთეზა მცდარია)

გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა ლუი პასტერმა 1862 წელს მახვილგონივრული ექსპერიმენტით დაამტკიცა, რომ შეუძლებელია მიკროორგანიზმების წარმოშობა თვითჩასახვის გზით, რითაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჰიპითეზას სიცოცხლის თვითჩასახვით წარმოშობის შესახებ. 

ლუი პასტერმა კოლბაში მოათავსა მიკრობების საკვები არე - ბულიონი. კოლბის ყელს S-ის ფორმის მინის მილი მიამაგრა და გაასტერილა. კოლბაში თავისუფლად შედიოდა ჰაერი, მაგრამ მიკრობები ვერ იჭრებოდა. გარემოსთან უშუალო კავშირის მიუხედავად კოლბის შიგთავსი თვეების განმავლობაში სტერილური რჩებოდა. 

აღნიშნული ექსპერიმენტით პასტერმა დაასაბუთა, რომ ორგანული ნაერთების შემცველ ბულიონში მიკროორგანიზმები თვითჩასახვით კი არ ჩნდებიან, არამედ გარემოდან ხვდებიან და ხელსაყრელ პირობებში მრავლდებიან.





No comments :

Post a Comment