აქტივობის მიზანია:
- გაზარდოს მოსწავლეებში ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესი და სწავლის მოტივაცია;
- შესძინოს მოსწავლეებს გამოცდებსა თუ საგნობრივ ოლიმპიადებზე აუცილებელი ბაზისური უნარ-ჩვევები;
- ხელი შეუწყოს სკოლაში ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაციას.
აღნიშნული ოლიმპიადა ჩატარდება 2 ეტაპად. I ტურში მოსწავლეებს 45 წუთის განმავლობაში 30 დახურული ტიპის დავალება უნდა შეესრულებინათ, ხოლო II ტურში დაგეგმილია ღია ტიპის დავალებების შესრულება.
ოლიმპიადის I ტურში 26 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან მაისის თვეში II ტურში მონაწილეობას განაგრძობს 12 მოსწავლე, რომელთაც დააგროვეს ქულათა 50%-ზე მეტი.
მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის და ამავე დროს, ბიოლოგიის კლუბის წევრ მე-10 კლასის მოსწავლეებს (მარიამ ქარდავას, მარიამ მუშკუდიანს, თამუნა ყალიჩავას, ნიკოლოზ ფურცელაძესა და ლევან ეფრემიძეს), რომელთაც უზრუნველყვეს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება და ტესტირების მშვიდ, დადებით გარემოში ჩატარება.
I ტურის დავალებათა სწორი პასუხები
No comments :
Post a Comment