11/07/2024

ციტატები წიგნიდან - „სიყვარულის 8 წესი“ (ჯეი შეტი)

„რა განსხვავებაა მოწონებასა და სიყვარულს შორის?“ - სვამს კითხვას მოსწავლე. მასწავლებელი პასუხობს: „როცა ყვავილი მოგწონს, შენ მას წყვეტ, ხოლო როცა ის გიყვარს - ყოველდღე რწყავ“.

ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ არსებობდა სიყვარულის 7 ძირითადი ფორმა: ეროსი - ეროტიკული, ვნებით აღსავსე სიყვარული, ფილია - მეგობრული, სტორჯი - ოჯახური, აგაპე - უნივერსალური, ლუდუსი - მოუხელთებელი, პრაგმა - ვალდებულების გრძნობიდან ან სხვა ინტერესებიდან გამომდინარე გაჩენილი, და ფილაუტია - საკუთარი თავის სიყვარული.

პოლ ტილიჩმა თქვა, რომ „ენამ შექმნა სიტყვა „მარტოსულობა“, რათა მარტოდ დარჩენის ტკივილი გამოეხატა. მანვე მოიგონა სიტყვა „განმარტოება“, რომ მარტო ყოფნის დიდებულება აღენიშნა“.

მარტოსულობის პერსპექტივა თავს არათავდაჯერებულად გვაგრძნობინებს, განმარტოების პერსპექტივა კი ღია და ცნობისმოყვარე ადამიანებად გვაქცევს.

ორი ძირითადი რამ, რასაც მარტოობაში ვსწავლობთ, არის თვითკონტროლი და მოთმინება. ამ ორი უნარის გარეშე, მიდრეკილები ვართ იმისკენ, რომ გრძნობებს ავყვეთ და მივდიოთ ყველაფერს, რაც მოგვხიბლავს.

იმას, თუ როგორ უნდა მოგვექცნენ, ადამიანები იმაზე დაკვირვებით წყვეტენ, თუ საკუთარ თავს როგორ ვეპყრობით, და ის, თუ როგორ ისაუბრებთ საკუთარ თავზე, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ისაუბრებენ სხვები თქვენთან, ხოლო ის, თუ თქვენთან როგორი საუბრის უფლებას აძლევთ ხალხს, განამტკიცებს მათ აზრს იმის თაობაზე, თუ რას იმსახურებთ.
















No comments :

Post a Comment