07/11/2018

თვითშეფასების ინსტრუმენტი - „ხე“

     თანამედროვე მიდგომების თანახმად, გაკვეთილზე დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლისთვის განმავითარებელი შეფასების მიცემას, რომლის ერთ-ერთი ფორმაა - მოსწავლის თვითშეფასება.
     როგორც წესი, თვითშეფასების ინსტრუმენტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ შესავსებად არ მოითხოვდეს ბევრ დროს, ფიქრსა და განსაკუთრებულ მსჯელობას. ამავე დროს იგი ხშირად ატარებს სტატისტიკურ ხასიათს და საშუალებას აძლევს მასწავლებელს რაოდენობრივად გაანალიზოს როგორ გაიგო კლასმა კონკრეტული გაკვეთილის თემა.
     გთავაზობთ თვითშეფასების ინსტრუმენტ - „ხეს“:
„ხე“


     გასულ წელს სამოდელო გაკვეთილის მომზადების პროცესში უამრავი უცხოური საიტი მოვინახულე და გადავაწყდი ერთ-ერთი უცხოელი მასწავლებლის შექმნილ „ხეს“. ჩემი ყურადღება მან იმით მიიქცია, რომ მსგავსი „ხე“ უკვე ნანახი და არაერთხელ გამოყენებული მქონდა ფსიქოლოგიაში. აი, ისიც:
მეთოდიკა - „ხე“ (ორიგინალი ვერსია)
     სამწუხაროდ, მაშინ ვჩქარობდი და არ შემინახავს იმ პიროვნების ვინაობა, ვინც მოცემული მეთოდიკის ადაპტირება მოახდინა თვითშეფასების ინსტრუმენტად. ძალიან კარგად იყო მოცემული ინგლისურ ენაზე ის სავარაუდო პასუხებიც, რომლებიც მოსწავლემ უნდა წაიკითხოს და შემოხაზოს. ვეცადე, ისინი ჩემი გაკვეთილის საჭიროებებზე მორგებით მეთარგმნა.
     გამოყენების ინსტრუქცია მარტივია: მოსწავლემ უნდა დაათვალიეროს ხეზე მოცემული კაცუნები, მათი კომენტარები და შემოხაზოს მხოლოდ ის ერთი, რომელსაც ყველაზე მეტად ამსგავსებს საკუთარ თავს მოცემული გაკვეთილის დასასრულს.




No comments :

Post a Comment