25/12/2018

თვითშეფასების ინსტრუმენტი - „წარმატების კიბე“

წარმატების საფეხურები
     მასწავლებლის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (ბუნებისმეტყველება, IV კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცელობა, 2018) რამდენიმე კარგი ინსტრუმენტია მოცემული მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებისთვის. ერთ-ერთი მათგანია - „წარმატების საფეხურები“, რომელზეც მოსწავლემ რაიმე ნიშნით უნდა აღნიშნოს, თუ როგორ გაიგო მასალა.
     საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში აღნიშნული ინსტრუმენტის გამოსაყენებლად შევეცადე მცირედი ადაპტაციის საფუძველზე მისი ახალი ვერსია შემექმნა, რომელსაც „წარმატების კიბე“ დავარქვი :) . იგი უკვე გამოვიყენე რამდენიმე გაკვეთილზე (მათ შორის, გარე დაკვირვების გაკვეთილზეც) და როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივი ინსტრუქციით საკმაოდ მცირე დროში შეგროვდა სტატისტიკური ინფორმაცია მოსწავლეთა მიერ ახალი მასალის გაგების შესახებ. აი, ისიც:
„წარმატების კიბე“


No comments :

Post a Comment