10/02/2025

რატომ ვიცინით და ვლაპარაკობთ ჩვენ, ხოლო შიმპანზეს ეს არ შეუძლია?

რობერტ პროვაინმა, ფსიქოლოგიის პროფესორმა მერილენდის უნივერსიტეტიდან ბალტიმორში, აღმოაჩინა, რომ ადამიანის სიცილი განსხვავდება ჩვენი პრიმატი ნათესავების სიცილისაგან. შიმპანზეს სიცილს მძიმე სუნთქვის ხმა აქვს, რომელიც ერთნაირად ჟღერს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს. სწორედ ამ თანაბარპროპორციული სუნთქვის ციკლისა და ვოკალიზაციის გამო, უმეტესი პრიმატებისთვის ლაპარაკი შეუძლებელი ხდება. როდესაც ადამიანებმა გამართული სიარული დაიწყეს, ამან სხეულის ზედა ნაწილი წონის ტარების ფუნქციისგან გაათავისუფლა და სუნთქვის უკეთესი კონტროლის საშუალება მისცა. შედეგად, ადამიანებმა შეძლეს ამოსუნთქვის შეკავება და მისი მოდულაცია ლაპარაკისა და სიცილისთვის. შემპანზეებს შესაძლოა ჰქონდეთ ლინგვისტური ცნებები, მაგრამ მათ უნარი არ შესწევთ, სამეტყველო ხმები წარმოქმნან. რამდენადაც ჩვენ გამართულად დავდივართ, ხმების წარმოქმნის უზარმაზარი არჩევანი გვაქვს, მათ შორის მეტყველებისა დს სიცილისაც. 

"სხეულის ენა" , (ალან პიზი, ბარბარა პიზი, გვ. 76)



No comments :

Post a Comment