31/01/2025

N4 შეკითხვა

ადამიანის ორგანიზმისთვის რკინა მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ჰემოგლობინი კი ცილაა, რომელიც მდებარეობს ერითროციტში და გადააქვს ჟანგბადი. რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სხეულში რკინის ნაკლებობამ?


რკინის დეფიციტის მქონე ადამიანს, სავარაუდოდ, ექნება დაღლილობის შეგრძნება და ყველა ის სიმპტომი, რომლებიც გამოწვეულია სისხლში ჟანგბადის მცირე შემცველობით (ორგანიზმის ამგვარ მდგომარეობას ანემიას უწოდებენ და ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების ან ჰემოგლობინის დაბალმა კონცენტრაციამ).



No comments :

Post a Comment