ალელი, რომელიც დაკავშირებულია ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის განვითარებასთან, უფრო ხშირად გვხვდება საჰარის უდაბნოს სამხრეთით ბინადარ აფრიკის ძირძველ მოსახლეობაში, ვიდრე აშშ-ში მცხოვრებ მათ შთამომავლობაში. ეს ალელი უზრუნველყოფს ადამიანის ერთგვარ დაცვას მალარიისაგან, რომელიც ფართოდაა გავრცელებული აღნიშნულ რეგიონში.
ევოლუციური პროცესის საფუძველზე ახსენით ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის გამომწვევი ალელის სიხშირის ამგვარი განაწილების მიზეზი ზემოხსენებულ ორ მოსახლეობას შორის.
სავარაუდოდ, აქ მოქმედებს ბუნებრივი გადარჩევა. მალარია გავრცელებული დაავადებაა აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში და შესაძლოა, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის გამომწვევი ალელის მქონე ადამიანებს უპირატესობა აქვთ გადარჩენასა და შთამომავლობისათვის თავიანთი გენების გადაცემაში. აშშ-ში მცხოვრებ აფრიკული წარმოშობის ადამიანებში მალარიის არარსებობის გამო, აღნიშნული ალელის ქონა აღარ ანიჭებს ადამიანებს უპირატესობას, ამიტომ მცირდება მისი შეხვედრის სიხშირე.

No comments :
Post a Comment