2012-2013 სასწავლო წელს სასწავლო პროექტი - „შექმენი უჯრედი საკუთარი ხელით“ განვახორციელე ჩემს მე-7 კლასელებთან ერთად (ჩართული იყო სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ოთხივე მე-7 კლასი). ეს იყო ჩემთვის სკოლაში მუშაობის პირველი წელი, არ მქონდა მსგავსი პროექტების გამოცდილება.. კარგი იქნებოდა ფოტო-მასალა მოდელებზე მუშაობის პროცესშიც გადაგვეღო და თითოეული ავტორი-გუნდი - თავის მოდელთანაც, თუმცა ფოტოები მაინც დაგვრჩა არქივში :)
რამდენიმე მოდელი მართლაც გამორჩეული იყო და აღფრთოვანებულს ტოვებდა მნახველს:
 |
| (დავით სახელაშვილი) |
 |
| ეს მანათობელი ბაქტერია იყო :) |
 |
| ინაკა ხელაძე |
 |
| გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ბაქტერია ბიჭებმა შექმნეს :) |
ბაქტერიებისა და მიკრობების აგებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ზოგიერთი მოსწავლე ვირუსების აგებულებითაც დაინტერესდა და ინდივიდუალურად შექმნა შესაბამისი მოდელი:
 |
| ფორთოხლის კანისგან და ძაფებისგან შექმნილი მოდელი :) |
No comments :
Post a Comment