12/10/2014

სამოთხის ჩიტი

     მე და ჩემს მოსწავლეებს ძალიან გვიყვარს რისამე მოდელის შექმნა და ალბათ, ნახეთ კიდეც, რამდენად მონდომებით ეკიდებიან ბავშვები ამ საქმეს :) 
     2 წლის წინ, როცა მე-7 კლასში ფრინველებს ვეცნობოდით, სამოთხის ჩიტებზე მოვუყევი ბავშვებს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რამაც ზოგიერთ მათგანში, როგორც ჩანს, დიდი ინტერესი გამოიწვია. კახა ლომიძემ თვითონ მოიპოვა ინფორმაცია ამ ულამაზესი ფრინველების შესახებ და რამდენიმე დღეში თავისივე ხელით დამზადებული ორიგინალური მოდელიც მოგვიტანა კლასში :), რომელიც მე ძალიან, ძალიან მომწონს :)



კახა ლომიძე (2012 წ.)
დინოზავრის ჩონჩხი (ლერი ფრუიძე და ლუკა კინწურაშვილი, 2014 წელი)
P.S.
იცით რა არის ყველაზე საინტერესო ამ მოდელების შექმნისას? საუკეთესო და გამორჩეულ მოდელს თითქმის ყოველთვის ამზადებს არა ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, არამედ საშუალო ან (ზოგჯერ საშუალოზე დაბალი) შეფასების მქონე მოსწავლე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ არ არსებობს უუნარო ბავშვი! ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სწორედ მოსწავლეში „დამალული“ დადებითი უნარ-ჩვევების გამოვლენაა :)


No comments :

Post a Comment