ეს არ არის სულის მოგზაურობა, სული ერთია და განუმეორებელი, ის მხოლოდ ჩემია და მხოლოდ ჩემს არსებობას ასახავს... ეს ნაწილაკების და „მათი მეხსიერების“ ძალიან ხანგრძლივი და გასაოცარი მოგზაურობაა, მოგზაურობა - უკუნითი უკუნისამდე...
არ ვიცი გარდაცვალების შემდეგ ჩემი სული სად მოხვდება და როგორ იქნება, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი არსებობის ატომურ-მოლეკულური მეხსიერება მთელ დედამიწაზე გაიფანტება, კოსმოსში გავა და იარსებებს უსასრულოდ, ვიდრე იარსებებს არა მარტო დედამიწა, არამედ მთელი სამყარო...
მე მიწა ვარ და მიწად ვიქცევი... მიწა საიდუმლოებების უკიდეგანო ზღვაა... მიწა ყველა არსების მშობელია... მიწა „სიცოცხლის მასალაა“... მისი წყალობით მე გარდავიცვლები და დავბრუნდები ბუნების ყველა იმ ნაწილში, რომლისგანაც დავიწყე არსებობა და ვიძერწებოდი მთელი ამ ხნის მანძილზე... დავბრუნდები იმად, რაც უკვე ვიყავი და გავხდები ახლის შემადგენელი ნაწილიც,,,

არ ვიცი, საიდან მოვიდა თითოეული ის მოლეკულა თუ ატომი, რისგანაც ახლა ჩემი მილიარდობით უჯრედი შედგება. არ ვიცი, ვინ ვიყავი, რა ვიყავი, სად ვიყავი, მაგრამ ვიცი, რომ მე მუდამ ვარსებობდი სამყაროს შექმნის პირველი დღიდან ჩემი შემადგენელი უმცირესი ნაწილაკების სახით და უსასრულოდ ვმოგზაურობდი სამყაროს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე და ეს მოგზაურობა, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება..
თითოეული ჩემი ნაწილაკი ატარებს ხსოვნას იმ ადგილების შესახებ, სადაც ოდესღაც ვარსებობდი; იმ დროის მახასიათებლების შესახებ, რომელ ერაში თუ ეპოქაშიც ოდესღაც მიცხოვრია; იმ ორგანიზმების თვისებების შესახებ, რომელთა სხეულებშიც ვიყავი გაბნეული; იმ განცდების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ყველაზე მეტად განმიცდია და ყოველთვის მძაფრად მახსენებს თავს ყველაფერი ის, რაც ოდესღაც ჩემთვის „ყველაზე, ყველაზე..“ იყო.
როცა გარდავიცვლები, ეს იქნება „დიადი გათავისუფლება“, როცა შევძლებ ვიყო ის, რაც კი სამყაროში ღვთის მიერ შექმნილი არსებობს - მოვიდე შხაპუნა ან თავსხმა წვიმად, ვიშრიალო ფოთლებად, ვიკეკლუცო ულამაზესი ყვავილის გვირგვინის ფურცლებით და სურნელებით, ამოვხეთქო მიწის წიაღიდან ვულკანის ცეცხლის მდინარედ, ვირაკრაკო ანკარა წყაროდ, ირაო შევკრა ცასაწვდენილი მწვერვალების თავზე და გადავუფრინო უკიდეგანო ველებს, ვირბინო სავანაში ჰეპარდის უსწრაფესი სიჩქარით, ზოგჯერ სიოს ალერსით ზოგჯერ კი - გრიგალის გრგვინვით შემოვურბინო დიდ სივრცეებს და ყველა არსება გამოვაფხიზლო, ავიზვირთო ოკეანის ლურჯ ტალღად და ვიმღერო ვეშაპების სიმღერა.. ცაზე ცისარტყელად გამოვისახო და კეთილი აღთქმის იმედად ჩავეღვარო გულში სასოწარკვეთილ ადამიანებს..
მე დავიშლები მილიარდობით ნაწილაკად და ვიმოგზაურებ ახალ-ახალ სიცოცხლედ ბაქტერიიდან დაწყებული - ადამიანით დამთავრებული, ვიმოგზაურებ ყველა ცოცხალში და არაცოცხალში.. მაგრამ რადაც არ უნდა გარდავიცვალო, ყველაფერში უფლის მადიდებელი ვიქნები, რადგან მან მომცა ამ დაუსრულებელი თავგადასავლების უფლებაც და საშუალებაც..
ეს არ არის სულის მოგზაურობა, სული ერთია და განუმეორებელი, ის მხოლოდ ჩემია და მხოლოდ ჩემს არსებობას ასახავს... ეს ნაწილაკების და მათი მეხსიერების ძალიან ხანგრძლივი და გასაოცარი მოგზაურობაა უკუნითი უკუნისამდე...
6.08.2014.
No comments :
Post a Comment