19/04/2019

22 აპრილი - დედამიწის დღე!

     22 აპრილი დედამიწის დღეა. ყოველწლიურად დედამიწის დღე კონკრეტული გარემოსდაცვითი მესიჯით აღინიშნება. წელს 22 აპრილი ეძღვნება ფლორისა და ფაუნის სახეობების დაცვას. დედამიწის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებებისა, კერძოდ, დასუფთავების აქციები, რომელშიც ჩვენი სკოლის VIII-დ კლასის მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ. ამ აქციის ფარგლებში მოზარდებმა სკოლის ეზოს დასუფთავება გადაწყვიტეს და ერთობლივი ძალისხმევით სულ რამდენიმე წუთშიც კი დაატყვეს გარემოს თავიანთი მზრუნველი ხელი :) 
     მადლობა აღნიშნული ორგანიზაციის წევრებს საჭირო რესურსებით უზრუნველყოფისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა VIII-დ კლასის მოსწავლეებს, რომლებიც მუდამ მზად არიან უფროსების კარგი იდეების მხარდასაჭერად და განსახორციელებლად :) . იმედი მაქვს, ისინი მომავალშიც იზრუნებენ გარემოზე და თავიანთ წვლილს შეიტანენ ჩვენი პლანეტის გადასარჩენად... 









No comments :

Post a Comment