17/01/2019

უჯრედის სტრუქტურის განაცხადი (CV) სამსახურში მისაღებად

     გასულ წელს სამოდელო გაკვეთილისთვის მზადების პროცესში ერთ-ერთ უცხოურ საიტზე ქვემოთ მოცემულ ბროშურას გადავაწყდი:
მის საფუძველზე გამიჩნდა იდეა - შემექმნა სამსახურში მისაღები განაცხადის ფორმა უჯრედის სტრუქტურებისთვის, რომელსაც მოსწავლეებმა ადვილად აუღეს ალღო და საკმაოდ წარმატებით შეავსეს. აი, ისიც:

     
     აღნიშნული სავარჯიშოს გამოყენება მიზანშეწონილია უჯრედის შესახებ თემის ამოწურვის შემდეგ ე.წ. შემაჯამებელ გაკვეთილზე და მისი შევსება მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში ან შედარებით დიდ ჯგუფებში. 
განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს უჯრედის შესაბამისი სტრუქტურის ფოტოც, რომელიც უნდა ჩაიკრას განაცხადის შესაბამის ველში.

   
     როგორ ივსება მოცემული განაცხადი?
  • საცხოვრებელი ადგილი - მოსწავლეები უმეტესად ხვდებიან, რომ აქ „უჯრედი“ იწერება.
  • რომელ დეპარტამენტში შეგიძლიათ მუშაობა? - მოსწავლემ უნდა მონიშნოს მოცემული სტრუქტურა მცენარის, ცხოველისა თუ ბაქტერიის უჯრედში გვხვდება.
  • თქვენი განსაკუთრებული უნარ-ჩვევა - მოსწავლე უნდა შეეცადოს რაც შეიძლება მარტივად, 2-3 სიტყვის გამოყენებით აღწეროს მოცემული სტრუქტურის უმთავრესი ფუნქცია. 
  • რომელი პროფესია შეგეფერებათ? - აქ ერთვება სემიოტიკა და ასოციაციური კავშირების დამყარების უნარი. მოსწავლეს ეძლევა თავისუფალი არჩევანი მისთვის ცნობილი პროფესიებიდან ამოარჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება უჯრედის მოცემულ სტრუქტურას ფუნქციის მიხედვით.
  • რომელ სტრუქტურასთან ერთად იმუშავებდით ყველაზე უკეთ? - ამ შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს 2 მიმართულებით: 1) დაწეროს სტრუქტურა, რომლის გარეშეც მოცემული სტრუქტურა თავის სამუშაოს ვერ განახორციელებს ან 2) დაწეროს სტრუქტურა, რომელიც თავისი ფუნქციით ყველაზე მეტად ჰგავს უკვე მოცემულ სტრუქტურას.


No comments :

Post a Comment