17/01/2019

სავარჯიშოები ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის გაკვეთილებზე

     ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის გაკვეთილების შესახებ საუბრისას უმრავლესობას, ალბათ, ცხოველების ჩონჩხები, ადამიანის ორგანოების მოდელები, მცენარეთა მულაჟები, მიკროსკოპში მიკროპრეპარატების დათვალიერება ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში - მხოლოდ თეორიის გადაცემაზე ორიენტირებული გაკვეთილები გახსენდებათ. არადა აღნიშნულ გაკვეთილებზე ექსპერიმენტების ჩატარებისა და თეორიის გადაცემის გარდა, შეიძლება ისეთი აქტივობების შეტანაც, როგორიცაა - სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებზე მუშაობა. ისინი მოსწავლეებსაც ძალიან მოსწონთ და ამავე დროს, მასწავლებელსაც ეხმარება - მკვეთრად გაზარდოს საგაკვეთილო პროცესში კლასის ჩართულობა, მასალის გაგება-დამახსოვრების დონე და განავითაროს მოსწავლეებში დაკვირვების, მსჯელობის, ანალიზის, შედარების, სინთეზის უნარები.
     სავარჯიშოები ბუნებისმეტყველებასა და ბიოლოგიაში არ გულისხმობს მხოლოდ ერთპასუხიანი ტესტის  ან ღია შეკითხვების მიტანას მოსწავლეებისთვის. მათი მრავალფეროვნების ფარგლები საკმაოდ შეიძლება გაზარდოს მასწავლებელმა მოსწავლეთა ასაკისა, ცოდნისა და საჭიროებების გათვალისწინებით. 
     V-VIII კლასების ჩათვლით წელს ყველა კლასში ვცდილობ თემატიკასთან კავშირში მოსწავლეებს შევთავაზო ისეთი სავარჯიშოები, როგორიცაა:
  • რომელია ზედმეტი?
  • ობიექტი VS ობიექტი, ან მოვლენა VS მოვლენა (ვენის დიაგრამის ან მსგავსება / განსხვავების სხვა დიაგრამის გამოყენებით)
  • წინადადებებში გამოტოვებული სიტყვების ჩასმა
  • ჭეშმარიტია / მცდარია
  • ცხრილების შევსება 
  • შესაბამისობების დადგენა
  • ილუსტრაციებზე მუშაობა
  • თანმიმდევრობის დადგენა და სხვ. 

მომდევნო პოსტებში შევეცდები გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ აღნიშნული სავარჯიშოების შესახებ :) .


No comments :

Post a Comment