29/12/2018

ჯგუფური მუშაობა - საკვები პროდუქტების ეტიკეტების შემოწმება

     მე-6 კლასის ბუნებისმეტყველების კურსში გავიარეთ თემა - „არაჯანსაღი კვება“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები სხვა საკითხებთან ერთად ასევე გაეცვნენ, თუ რა კომპონენტებს უნდა მიაქციონ ყურადღება საკვები პროდუქტების ეტიკეტების დათვალიერებისას. 
     იმისათვის, რომ მოსწავლეებს უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შექმნოდათ ეტიკეტების ზოგადი შინაარსის შესახებ, გადავწყვიტეთ დაგვეთვალიერებინა ხშირად მოხმარებადი საკვები და სასმელი პროდუქტების ეტიკეტები. 
     კლასს მოვუმზადე ეტიკეტის შემოწმების ფურცელიც, რომლის მიხედვითაც მათ მოახდინეს ამა თუ იმ ეტიკეტზე მოცემული აუცილებელი და დამატებითი ინფორმაციის ორგანიზება:

     აქტივობის ბოლოს თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი „საკვლევი“ პროდუქტი და ეტიკეტის შესწავლის შედეგი. საბოლოო ეტაპზე კი მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა ინფორმაციის დატანა არის აუცილებელი საკვების ეტიკეტზე და იყო თუ არა დაცული ეს წესი მათ მიერ შესწავლილ ეტიკეტებზე.

 












No comments :

Post a Comment