25/12/2018

ჩვენი პირველი ჯგუფური მუშაობა

  მე-5 კლასის ბუნებისმეტყველებაში გავეცანით თემას - „ცხოველთა ოჯახები“, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ჭიანჭველებისა და ფუტკრების ოჯახებს. ამ თემის შესახებ მოსწავლეებს მოვუმზადე რამდენიმე კითხვა მათთვის უცხო ახალი თემის შესახებ. 
     ვფიქრობ, ჩვენი პირველი ჯგუფური მუშაობა საკმაოდ მშვიდ, საქმიან და ერთგვარად, სახალისო გარემოში წარიმართა. მართალია, პასუხები ყველას სრულყოფილი და იდეალურად ჩამოყალიბებული არ ჰქონდა, მაგრამ ეს ხომ დასაწყისია? :) სამაგიეროდ, მომდევნო გაკვეთილებზე პატარებმა უკვე შეძლეს ჭიანჭველებისა და ფუტკრების ოჯახების შედარება და მათ შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა, ერთმანეთის დახმარება მსჯელობისას დაშვებული შეცდომების გასწორებაში...







No comments :

Post a Comment