კოღოებს, როგორც წესი, ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ და სიმართლე გითხრათ, მეც მეგონა, რომ მათი ყველა წარმომადგენელი, განურჩევლად სახეობისა და სქესისა, დაუნდობელი სისხლისმსმელი არსება იყო. თურმე ვცდებოდი... სისხლისმწოველ კოღოებს შორის მხოლოდ მდედრი ეწევა პარაზიტულ ცხოვრებას, მამრი ინდივიდი კი მცენარის ნექტარით იკვებება.
მაინც რატომ იქცნენ მდედრი კოღოები „ვამპირებად“? მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მცენარის ტკბილი წვენი ნახშირწყლებით მდიდარია (ანუ ენერგიის წყაროდ სრულიად საკმარისია), მაგრამ სისხლი უფრო სასარგებლო ნივთიერებების წყაროა, როგორიცაა რკინა, ლიპიდები და რაც მთავარია, ცილები. მათი გადამუშავების შემდეგ კოღოს სხეულში ამინომჟავები მიიღება, რომლებიც კვერცხის წარმოქმნისთვის საშენ მასალად იხარჯება. ზოგიერთი სახეობის მდედრს საერთოდ არ შეუძლია კვერცხის წარმოქმნა სისხლის გარეშე, ზოგი კი სისხლის მიღების შემდეგ მეტი რაოდენობით კვერცხს დებს, შესაბამისად, მის სახეობას მეტი შანსი აქვს ხანგრძლივად არსებობისთვის.
კოღოების უმრავლესობა თბილსისხლიან ხერხემლიან ცხოველებზე პარაზიტობს, თუმცა აღმოჩენილია ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და თევზების „ვამპირი-კოღოებიც“ კი. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანი სულაც არ არის კოღოსთვის დიდად სასურველი მსხვერპლი, რადგან ჩვენი სისხლი მცირე რაოდენობით შეიცავს ამინომჟავა იზოლეიცეინს, არადა სწორედ მისი წყალობით ხდება კვერცხის ჩამოყალიბება.

ზოგიერთ კოღოს გასამრავლებლად სისხლი არ სჭირდება (მაგალითად, Toxorhynchites გვარს), რაც მათი ლარვების კვების სპეციფიკას უკავშირდება. ჩვეულებრივ, კოღოების უმრავლესობის ლარვები იკვებიან ბაქტერიებით და დეტრიტით (ანუ მკვდარი ორგანული ნარჩენებით), ხოლო ზემოთ აღნიშნული კოღოს ლარვა იკვებება სხვა კოღოების ლარვებით. ამიტომ ლარვულ სტადიაზე ისინი საკმაო რაოდენობით ცხოველურ ცილას იმარაგებენ სხეულში, რათა მომავალში კვერცხი წარმოქმნან.
სისხლის გარეშე კვერცხის დადება შეუძლიათ ე.წ. „ქალაქის კოღოებსაც“, რომლებიც შეგუებულნი არიან ქალაქის სახლების ნახევრადდატბორილ სარდაფებში ცხოვრებას. სარდაფებში დამდგარი წყალი ხშირად შეიცავს საკმარისი რაოდენობით ორგანულ ნივთიერებებს, რომელთაც სხეულში იგროვებენ ლარვები, შესაბამისად, ზრდასრულ ეტაპზე მდედრი უპრობლემოდ წარმოქმნის კვერცხს. სამწუხაროდ, ამ პოპულაციის მდედრებმა არ დაკარგეს სისხლის წოვის ინსტინქტი და ქალაქის მოსახლეობას ზოგჯერ ზამთრის სეზონზეც კი აწუხებენ.
No comments :
Post a Comment