01/08/2016

როგორ მოქმედებს ადრენალინი ადამიანის ორგანიზმზე?


ადრენალინი (ეპინეფრინი) - თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონია.

ადრენალინის გამომუშავებას აძლიერებს:
  • საფრთხის მოახლოება, მღელვარება, შიში
  • დამწვრობა, ტრავმა
  • სხვადასხვა შოკური მდგომარეობა
  • კუნთების გაძლიერებული მუშაობა
  • სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირება და სხვ.

ადრენალინის „გამაძლიერებელი“ გავლენა:
ზრდის: 
  • სისხლში ლეიკოციტების რაოდენობას
  • თრომბოციტების აქტივობას
  • არტერიულ წნევას
  • სისხლში გლუკოზის რაოდენობას
  • ქსოვილების მიერ გლუკოზის გამოყენებას
  • გლიკოლიზური ფერმენტების აქტივობას
  • ცილების და ცხიმების დაშლას
  • ჩონჩხის კუნთების შრომისუნარიანობას და ადამიანის მოტორულ აქტივობას
  • სუნთქვის რიტმს
  • კორონალურ სისხლის მიმოქცევას
  • გულის შეკუმშვის სიხშირეს
  • სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს
ასტიმულირებს გლუკაგონის აქტივობას.
აფართოებს:
  • გუგებს
  • ტვინის სისხლძარღვებს
  • გულის სისხლძარღვებს
  • ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებს

ადრენალინის „დამაქვეითებელი“ გავლენა:
ამცირებს:
  • ცხიმების სინთეზს
  • ღვიძლში სისხლის მიმოქცევას
  • ნატრიუმისა და კალიუმის იონების ექსკრეციას
ადუნებს ბრონქებისა და ნაწლავების გლუვ კუნთებს;
ავიწროებს ნაწლავებისა და კანის სისხლძარღვებს;
აფერხებს ღვიძლში გლიკოგენის სინთეზს.



No comments :

Post a Comment