27/07/2016

რამდენიმე რჩევა, რომელთაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

1. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა და იმეცადინეთ დღეში თუნდაც ნახევარი საათი.
2. ხშირად დაალაგეთ თქვენი ოთახი და გადაყარეთ უსარგებლო ნივთები.
3. უარი თქვით კომპიუტერულ თამაშებზე.
4. დაიწყეთ სწორად კვება და ეცადეთ საკვები მიიღოთ ერთი და იგივე დროს.
5. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი.
6. ივარჯიშეთ დღეში ერთხელ მაინც.
7. მიეჩვიეთ, რომ  ყოველდღე დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს.
8. იძინეთ არანაკლებ 8 საათი.
9. გააკეთეთ ფულის ეკონომია. დააგროვეთ თანხა სამოგზაუროდ.
10. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე - ყველაფერი ახდება.
11. ხშირად გაიღიმეთ.
12. დაიწყეთ წიგნების კითხვა, რომლებიც ცხოვრებას ცვლიან.
13. იპოვეთ თქვენი მიზნების შესაფერისი სურათები და გააკარით თვალსაჩინო ადგილზე.
14. ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეების ნუსხა.
15. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას. უარი თქვით უცენზურო და ცუდ სიტყვებზე.
16. ყოველდღე გააკეთეთ რაიმე კეთილი საქმე და ნუ დაელოდებით სამაგიეროს.
17. ეცადეთ ყოველდღე ჭამოთ ხილი და ბოსტნეული.
18. იარეთ გამართულად.
19. უარი თქვით ყველა შესაძლო მავნე ჩვევაზე.
20. ადამიანებს უთხარით სასიამოვნო სიტყვები და კომპლიმენტები.



No comments :

Post a Comment