14/02/2026

N28 შეკითხვა

დღეისათვის ბიოქიმიკოსებს აღმოჩენილი აქვთ (და სახელებიც უწოდეს) 4000-ზე მეტი განსხვავებული ფერმენტი ორგანიზმთა სხვადასხვა სახეობაში, თუმცა ეს რაოდენობა ბუნებაში არსებულის ძალიან მცირე ნაწილია. ივარაუდეთ, როგორ უნდა გაჩენილიყო ფერმენტების ამგვარი მრავალფეროვნება. 


ფერმენტების დიდი უმრავლესობა ცილებია, რომლებიც გენებით კოდირდება. თითოეულ გენში მუდმივად ხდება მუტაცია, რაც იწვევს 1 ან რამდენიმე ამინომჟავით შეცვლილი ცილის სინთეზს. ფერმენტების შემთხვევაში ეს შეცვლილი ამინომჟავები შეიძლება მდებარეობდეს ფერმენტის აქტიურ ცენტრში ან სხვა მნიშვნელოვან უბანში, რის შედეგადაც ფერმენტი იძენს ახალ აქტივობას ან სხვა სუბსტრატთან დაკავშირების უნარს. თუ ახალი ფუნქციის მქონე ფერმენტი გარემოს მოცემულ პირობებში სასარგებლო აღმოჩნდება ორგანიზმისთვის, მაშინ ბუნებრივი გადარჩევა წარიმართება მუტანტური გენის მიმართულებით, რის შედეგადაც ის შეინახება სახეობაში.


No comments :

Post a Comment