,,კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი იყო, როცა. სკოლამ გააკეთა ისეთი რაღაც, რაც, ისევ და ისევ, ზრდილობიან ჟესტად იყო ჩაფიქრებული. რადგან ოპერაცია ზაფხულის ბოლოს გავიკეთე, პირველ კვირაში გაკვეთილები გავაცდინე, სანამ გამოვკეთდებოდი. სკოლაში დაბრუნების პირველ დღეს უზარმაზარი ბარათი დამახვედრეს, რომელზეც მასწავლებლებსა და ჩემს კლასელებს რაღაცები მიეწერათ.
ზედ უამრავი მინაწერი იყო. ,,გამოჯანმრთელდი!", ,,ვწუხვართ, რომ ავად ხარ!", და რა თქმა უნდა, მარად სასარგებლო ,,გულს ნუ გაიტეხ!".
ამაზე თავზარი დამეცა. ოპერაციიდან რამდენიმე კვირა იყო გასული და რამდენიმე გაყვითლებულ დაჟეჟილობას თუ არ ჩავთვლით, საკმაოდ ნორმალურად გამოვიყურებოდი. თუმცა ეს ბარათი აცხადებდა: ,,ამიერიდან დაივიწყე მისტერ ნორმალურობასავით სკოლაში ჩუმად შემოპარვა". ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაცამ ჩემს თავზე დიდი მანათობელი აბრა დაკიდა, რომელიც ყველას ატყობინებდა, რაც შემემთხვა. აი, ესაა ის ავადმყოფი ბავშვი!"

No comments :
Post a Comment