დავუშვათ, შექმნეს ხელოვნური უჯრედი. იგი წარმოადგენს ნახევრადგანვლადი მასალისგან დამზადებულ ტომსიკას, რომელიც ავსებულია წყალხნსარით. ეს მასალა გამტარია წყლისა და მონოსაქარიდების მიმართ, მაგრამ გაუმტარია საქაროზას მოლეკულებისათვის. ტომსიკა („უჯრედი“) მოათავსეს მინის ჭურჭელში სხვა ხსნართან ერთად, რომელიც გარემოს როლს ასრულებს.
ა) უწყვეტი ისრებით აღნიშნეთ გახსნილი ნივთიერებების დიფუზიის მიმართულება (როგორც უჯრედისკენ, ისე - მისგან), ხოლო წყვეტილი ხაზით აღნიშნეთ ოსმოსის მიმართულება (თუ ის ხდება მოცემულ სიტუაციაში).
ბ) როგორია მინის ჭურჭელში მოთავსებული ხსნარი („გარემო“) უჯრედის შიგთავსთან შედარებით - ჰიპოტონური, იზოტონური თუ ჰიპერტონური?
გ) როგორი იქნება უჯრედის ტურგორული მდგომარეობა - ის შეიჭმუხნება, გაიბერება თუ უცვლელი დარჩება?
დ) როგორი იქნება საბოლოოდ გახსნილი ნივთიერებების კონცენტრაცია თითოეულ ხსნარში („გარემოში“ და „უჯრედში“) - ერთნაირი თუ განსხვავებული?
გ) „უჯრედს“ ექნება მეტი ტურგორი და გაიბერება.
დ) საბოლოოდ „უჯრედსა“ და „გარემოში“ გახსნილი ნივთიერებების კონცენტრაციები გათანაბრდება. მიუხედავად იმისა, რომ საქაროზა ვერ გადის „მემბრანაში“, წყლის ნაკადი (ოსმოსი) გამოიწვევს იზოტონური პირობების შექმნას.
No comments :
Post a Comment