10/04/2025

რა არის ვიროიდი?

     ძნელი წარმოსადგენია ვიროიდებზე უფრო მარტივი აგებულების ორგანიზმი, რომელსაც შეიძლება ცოცხალი ეწოდოს. ისინი 10 000-მდე ატომისგან შედგებიან და შეიცავენ მხოლოდ ნუკლეინის მჟავას (განსხვავებით ვირუსებისგან, რომელთაც ცილოვანი გარსიც გააჩნიათ). მათ ნუკლეინის მჟავას წარმოადგენს წრფივი ან წრიული ფორმის რნმ-ჯაჭვი.
     შესაძლოა, ვიროიდები ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდნენ არა უფრო მარტივი, არამედ უფრო რთული ორგანიზმებისაგან. ისინი სიცოცხლისუნარიანი, დაუმარცხებელი პარაზიტები არიან და ინფიცირებულ მცენარეებში რამდენიმე სახის დაავადებას იწვევენ. ვირუსების მსგავსად, ვიროიდებიც ეუფლებიან მათზე გაცილებით დიდი, კარგად მომუშავე უჯრედის მოლეკულურ მექანიზმს და ისე ცვლიან მას, რომ „უჯრედის მწარმოებელი ფაბრიკიდან“ გადააქცევენ „ვიროიდების მწარმოებელ ფაბრიკად“.
(„კოსმოსი“, კარლ სეიგანი, 2021წ.)



No comments :

Post a Comment