10/04/2025

ბიოლოგიური ფაქტები (წიგნიდან - "კოსმოსი", კარლ სეიგანი, 2021 წელი)

  • უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმის სტრუქტურა გაცილებით რთულია, ვიდრე ყველაზე დახვეწილი ჯიბის საათის მექანიზმი.
  • იმის გამო, რომ მუტაციები ნუკლეოტიდების შემთხვევითი ცვლილებებია, მათი უმეტესობა მავნებელი ან სულაც მომაკვდინებელია, რადგან არაფუნქციური ფერმენტების გაცოცხლების ინსტრუქციას იძლევა. ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ მუტაციამ აიძულოს ორგანიზმი, უკეთ იმუშაოს.
  • ბოტულიზმისა და ტეტანუსის ბაცილებს მხოლოდ ჟანგბადისგან თავისუფალ გარემოში შეუძლიათ არსებობა.
  • დედამიწის ატმოსფეროში შემავალი აზოტი ქიმიურად უფრო მეტად ინერტულია, ვიდრე ჟანგბადი და, შესაბამისად, ჟანგბადზე გაცილებით ნაკლებსაზიანოა.
  • თუ გამოვიყენებთ იმ გაზებს, რომლებიც ადრეულ დედამიწაზე უხვად იყო და ენერგიის ნებისმიერ წყაროს, რომელსაც ქიმიური კავშირების გაწყვეტა შეუძლია, სიცოცხლისთვის საჭირო სამშენებლო მასალებს მივიღებთ.
  • პრიმიტიული დედამიწის პირობებთან მიახლოებულ გარემოში ამინომჟავები ცილების მსგავს მოლეკულებად გაერთიანდა. ზოგი მათგანი, ფერმენტების მსგავსად, სუსტად წარმართავს სასარგებლო ქიმიურ რეაქციებს. ნუკლეოიდების გაერთიანება შესაძლებელი გახდა ნუკლეინის მჟავების რამდენიმე ათეული ბლოკის სიგრძის ჯაჭვებად. ცდის ჭურჭელში, სწორ გარემოში, მოკლე ნუკლეინის მჟავებს საკუთარი თავის ასლების შექმნა შეუძლიათ. თუმცა ჯერ-ჯერობით არავის აღუწერია შემთხვევა, რომლის დროსაც პრიმიტიული დედამიწის გაზებისა და სითხეების ერთმანეთთან შერევის შემდეგ, ექსპერიმენტის დასრულებისას, ცდის ჭურჭლიდან „რაღაც გამოცოცებულიყოს". 
  • ჩვენთვის ცნობილი ყველაზე მცირე ზომის დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმები არიან პლევროპნევმონიისებრნი (Mycoplasma pneumoniae - PPLO) და მათი მსგავსი არსებები.

  • ულტრაიისფერ სხივებს აღიქვამენ მწერები, ხოლო ინფრაწითელს - ჩხრიალა გველები.

  • რეკაპიტულაციის პრინციპი ბიოლოგიაში: ადამიანის ემბრიონი ზრდისას სახეობების ევოლუციის ისტორიას იმეორებს



No comments :

Post a Comment