10/03/2025

N8 შეკითხვა

სოფლის მეურნეობის მიმდევარი ფერმერები ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან ამინდის პროგნოზს. ღამით ძლიერი ყინვის გამოცხადების წინა დღეს ისინი ნათესებს წყალს ასხურებენ, რათა გაყინვისგან დაიცვან.
წყლის თვისებებზე დაყრდნობით ახსენით, როგორ მუშაობს ეს მეთოდი (გაითვალისწინეთ წყალბადური ბმები და მათი მნიშვნელობა).


მოლეკულებს შორის წყალბადური ბმების არსებობის წყალობით წყალს აქვს მაღალი კუთრი სითბოტევადობა. მისი გაცხელების დროს შთანთქმული სითბოს დიდი ნაწილი ჯერ იხარჯება წყალბადური ბმების გახლეჩაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს წყლის მოლეკულები აქტიურად მოძრაობას, რითაც იზრდება წყლის ტემპერატურა. წყლის გაცივებისას წარმოიქმნება მრავალი წყალბადური ბმა, რის შედეგადაც თავისუფლდება სითბური ენერგიის მნიშვნელოვანი რაოდენობა. სწორედ ამ გამოყოფილ სითბოს შეუძლია გარკვეული ხარისხით დაიცვას გაყინვისა და დაზიანებისგან მცენარის ორგანოები და მათი უჯრედები.


No comments :

Post a Comment