10/02/2025

სიცილი სიყვარულში

 რობერტ პროვაინის აღმოჩენით, სასიყვარულო თაყვანისმცემლობის პერიოდში, სწორედ ქალები იცინიან და იღიმებიან უმეტესად და არა მამაკაცები. ამ ვითარებაში სიცილი იმის განსასაზღვრად გამოიყენება, თუ რაოდენ წარმატებულად უკავშირდება წყვილი ერთმანეთს ურთიერთობისას. რაც უფრო მეტად შეუძლია მამაკაცს ქალის გაცინება, მით უფრო მიმზიდველად ეჩვენება ის ქალს. ასე იმიტომ ხდება, რომ სხვების გაცინების უნარი დომინანტურობის ნიშნად აღიქმება და ქალები დომინანტურ მამაკაცებს ამჯობინებენ, ხოლო მამაკაცები - დაქვემდებარებულ ქალებს. პროვაინმა ასევე აღმოაჩინა, რომ დაქვემდებარებული პიროვნება იოლად გაიცინებს აღმატებული პირის დასამშვიდებლად და აღმატებული გააცინებს დაქვემდებარებულს - თუმცა თვითონ არ გაიცინებს - საკუთარი უპირატესობის შესანარჩუნებლად.
     კვლევები აჩვენებს, რომ ქალები უცინიან მათთვის მიმზიდველ მამაკაცს და კაცებს იზიდავს ქალები, რომლებიც მათ უცინიან.
    სწორედ ამით აიხსენება, რომ იუმორის გრძნობა ქალისთვის იმ პრიორიტეტების სათავეშია, რომელთაც ის მამაკაცში აფასებს. როდესაც ქალი ამბობს: ის ისეთი მხიარულია - ჩვენ მთელი საღამო ერთად ვიცინოდით, ჩვეულებრივ, გულისხმობს, რომ საღამო სიცილში მან გაატარა, მამაკაცი კი მთელი საღამო მას აცინებდა. 
      თუ მამაკაცის აზრით, ქალს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალი კარგად ხუმრობს; ეს ნიშნავს, რომ ქალი მის ხუმრობებზე იცინის.

"სხეულის ენა" (ალან პიზი, ბარბარა პიზი, გვ. 81)



No comments :

Post a Comment