23/02/2025

ტყუილის თქმა იწვევს ქავილის შეგრძნებას

ჩიკაგოში, ყნოსვისა და გემოს კვლევისა და მკურნალობის ფონდის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ვცრუობთ, გამოიყოფა ქიმიკატები, რომლებიც კატექოლამინების სახელით არის ცნობილი, რაც ცხვირის შიდა გარსის გაღიზიანებას იწვევს. ისინი იყენებდნენ სპეციალური გამოსახულების მიმღებ კამერებს, რომლებიც სხეულში სისხლის მოძრაობას ასახავდა და გამოავლინეს, რომ განზრახ სიცრუის თქმა სისხლის წნევას ზრდიდა. ამ ტექნოლოგიით გამომჟღავნდა, რომ სიცრუის თქმის დროს ადამიანის ცხვირი მართლაც ფართოვდებოდა სისხლის ნაკადით, რაც პინოქიოს ეფექტის სახელით არის ცნობილი. გაზრდილი სისხლის წნევა აფართოებს ცხვირს და ნერვების დაბოლოებებზე უწვევს ჩხვლეტის შეგრძნებას, რასაც შედეგად მოსდევს ცხვირის მკვეთრი მოფხანის ქმედება ხელით, რათა გაღიზიანება განეიტრალდეს. 

დესმონდ მორისი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც აღმოაჩინა, რომ ტყუილი იწვევს ჩხვლეტის შეგრძნებას სახისა და კისრის ნაზ ქსოვილებში და საჭირო ხდება ამ ადგილების მოსრესა ან მოფხანა. ტყუილის გამო მომატებული სისხლის წნევა ოფლიანობას იწვევს კისრის არეში, ამიტომ ადამიანს სჭირდება კისრიდან ტანსაცმლის საყელოს გაწევა, რათა გრილ ჰაერს ბრუნვის საშუალება მიეცეს.
("სხეულის ენა", ალან პიზი, ბარბარა პიზი, გვ. 135, 138)


No comments :

Post a Comment